თბილისში ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსი Björk-ი ორ სოლო-კონცერტს გამართავს

თბილისში ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსი Björk-ი ორ სოლო-კონცერტს გამართავს

თბილისში ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსის Björk-ის ორი სოლო-კონცერტი გაიმართება. ინფორმაცია ამის შესხებ "SOU ფესტივალის" ოფიციალურ "ფეისბუქ-გვერდზე" ვრცელდება:

"მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ SOU ფესტივალის 2017 წლის პროგრამა გრძელდება. ROOMS HOTELS და ფესტივალი სიამაყით წარმოგიდგენთ ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსის Björk-ის ორ სოლო-კონცერტს თბილისში. საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით, კონცერტები თბილისის საკონცერტო დარბაზსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.

• თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტი 31 ოქტომბერს, 21:00-ზე დაიწყება. ბილეთების შეძენა ორშაბათს დილის 10:00-დან იქნება შესაძლებელი, საკონცერტო დარბაზის სალაროებსა და www.tkt.ge-ზე.

ფასი: 50 ლარიდან - 570 ლარამდე

• თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში კონცერტი 3 ნოემბერს, 21:00-ზე დაიწყება. ბილეთების შეძენა ორშაბათს დილის 10:00-დან იქნება შესაძლებელი, ოპერის სალაროებსა და www.tkt.ge-ზე.

ფასი: 80 ლარიდან -750 ლარამდე", - აღნიშნულია "SOU ფესტივალის" ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება