გაიცანით 23 წლის გოგონა, რომელიც "მის მსოფლიო 2017"-ზე საქართველოს წარადგენს

გაიცანით 23 წლის გოგონა, რომელიც "მის მსოფლიო 2017"-ზე საქართველოს წარადგენს

საქართველოს "მის მსოფლიო 2017"-ზე ქეთი შეყელაშვილი წარადგენს. ქეთი "მის საქართველო 2015"-ის მონაწილე და ვიცე-მისის ტიტულის მფლობელია. 23 წლის გოგონა 1,76 სანტიმეტრი სიმაღლისაა, არის პროფესიონალი მოცეკვავე.

გოგონა ხელოვნებისა და კულტურული მეცნიერებების ბაკალავრია, ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. ამჟამად ის "ერისიონის" მოცეკვავეა. როგორც ქეთი იხსენებს, მისთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო, როცა 15 მოცეკვავეს შორის აარჩიეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე ეცეკვა. იტაცებს კულინარია და უკრავს პიანინოზე, ამასთან კარგად ხატავს.

იხილეთ ვიდეო: როგორ ცეკვავს "მის მსოფლიო 2017"-ის ქართველი კონკურსანტი, რომელიც პროფესიონალი მოცეკვავეა

"MISS WORLD 2017"-ის ფინალური შოუ 18 ნოემბერს გაიმართება ჩინეთში.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება