Ornament Fest-ი 21 ოქტომბერს, იპოდრომზე, სტეფან ბოძინს უმასპინძლებს

Ornament Fest-ი 21 ოქტომბერს, იპოდრომზე, სტეფან ბოძინს უმასპინძლებს

Ornament Fest-ი ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს მორიგ დაუვიწყარ საღამოს 21 ოქტომბერს სთავაზობს. ფესტივალის ფარგლებში ქართველი მსმენელის წინაშე ისეთი ცნობილი DJ დადგება, როგორიც სტეფან ბოძინია.

ფესტივალის 21 ოქტომბრის Line up ასეთია:

Tade

Arnaud Rebotini

Stephan Bodzin

Rere Gelenidze

Stephan Bodzin - მსოფლიო ტექნო ინდუსტრიაში ერთ-ერთი გამორჩეულად გავლენიანი ფიგურაა. რამდენიმე პრესტიჟული ევროპული თეატრისთვის კომპოზიციების შექმნის შემდეგ არტისტი იხრება კლუბური მუსიკისკენ და იწყებს თავისი ტექნო მიმართულების ჩამოყალიბებას , მას არასოდეს დაუკარგავს საკუთარი იდეები, საკუთარი სტილის განვითარების შესაძლებლობა, რასაც ამტკიცებს მისი 2007 წლის სადებიუტო ალბომი Liebe ist და მისი კიდევ არაერთი ნაწარმოებები, როგორიცაა 2014 წლის სინგლი Sungam, რომელიც (RA) ტოპ-ხუთეულში შეიყვანა.

რაც შეეხება სხვა შემსრულებლებს, რომლებიც ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას, ერთ-ერთი მათგანი ფრანგი პროდიუსერი Arnaud Rebotini-ია.

იგი ელექტროკლასის ჯგუფის წევრია, რომლის მიმართულებაც არის 1980 წლიდან დღემდე არსებული "პანკი, ელექტრო, მძიმე როკის, ელექტრო პოპისა“ და სხვადასხვა ჟანრების სინთეზი. ჯგუფის პირველი ალბომი „Burn Your Own Church“-ი, რომელმაც გააოცა პუბლიკა თავის განსხვავებული ჟღერადობით.

Tade - არის ქართველი DJ და პროდიუსერი რომლის პირველი რელიზი კანადურ ლეიბლ DEEP DASH RECORDS-ზე გამოვიდა 2012 წელს. Underyourskin Records-ზე გამოიცემული ტრეკები დადებითი შეფასებებით სარგებლობს.

რერე გელენიძე ასევე ქართველი არტისტია, რომელმაც დაიწყო მელანქოლიური მუსიკის შექმნა და უკვე 5 წელია, წერს ჰარმონიულ ტრეკებს საკუთარ სტუდიაში 2014 წელს მან გამოსცა თავისი პირველი ალბომი „Citelquda“, რომელიც გამოქვეყნდა Maintain Replay Records - ზე.

შეგახსენებთ, რომ ფეტივალის პირველი დღის ფარგლებში იპოდრომ პარკზე Jan Blomqvist-მა ბენდთან ერთად დაუკრა. ასევე მოგახსენებთ,რომ ფესტივალი დაფუძვნდა 2016 წლის 4 ნოემბერს,სადაც 4-მა უცხოელი არტისტმა : Oliver Huntეmann,Dusty kiD,Marcus Suckut,Nthng-მა აჩუქეს მსმენელს შესანიშნავი პერფორმანსი.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია: eventer.ge; tkt.ge; biletebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება