რას წერს ბიორკი "ფეისბუქზე" საქართველოში დაგეგმილ კონცერტებთან დაკავშირებით

რას წერს ბიორკი "ფეისბუქზე" საქართველოში დაგეგმილ კონცერტებთან დაკავშირებით

ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი საქართველოში დაგეგმილი ორი კონცერტის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

live at last in gorgeous georgia - two shows! - წერს Bjork-ი, სოციალურ ქსელ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე და ასევე აქვეყნებს ინფორმაციას საკონცერტო სივრცეებსა და თარიღების შესახებ.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლეგენდარული მუსიკოსი საქართველოში თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალ SOU-ის დამოუკიდებელი პროექტის ფარგლებში ჩამოდის. Bjork თბილისში, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით ორ კონცერტს გამართავს - 31 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში და 3 ნოემბერს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე. კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ გვერდის TKT.ge-ის დახმარებით ან საკონცერტო სივრცეების სალაროებში.

ბიორკის კონცერტებსა და გასაყიდი ბილეთების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა ფესტივალ SOU-ს ოფიციალურ Facebook-გვერდზე არის შესაძლებელი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება