Björk თბილისში - ისლანდიელი მუსიკოსის შთამბეჭდავი კონცერტი და მადლობა ქართულად

Björk თბილისში - ისლანდიელი მუსიკოსის შთამბეჭდავი კონცერტი და მადლობა ქართულად

"დიდი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის" - ლეგენდარულმა ისლანდიელმა მუსიკოსმა ბიორკმა, საკუთარი "ინსტაგრამის" გვერდიდან ამ ქართული წარწერით გადაუხადა მადლობა ქართველ მსმენელს.

თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტი SOU ფესტივალის ორგანიზებით გაიმართა. Björk-ს აკომპანირებას, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი უწევდა. ორკესტრს ისლანდიელი მუსიკოსი ბიარნი ფრიმან ბარნასონი დირიჟორობდა.

ემოციებით და მუსიკით სავსე საღამო 2 საათს გაგრძელდა და ისლანდიელი შემსრულებელი ყოველი კომპოზიციის შემდეგ, მსმენელებს მადლობას ქართულ ენაზე უხდიდა. კონცერტის მსვლელობისას, ბიორკმა აუდიტორიას მიმართა და ბოდიშიც კი მოუხადა, რომ მან ქართული არ იცოდა.

"მე ვხედავ თქვენს ტელეფონებს, მაგრამ ვერ ვხედავ თქვენს თვალებს. ნახევარი მსოფლიო გამოვიარე თქვენთან შესახვედრად, ახლა აქ მოუსმინეთ და ხვალ სახლში, ტელეფონებში", - მიმართა ბიორკმა მაყურებელს სცენიდან.

ბიორკის მიერ შესრულებული კომპოზიციების უმეტესობა, მისი 2015 წლის ალბომიდან Vunicura იყო. ორგანიზატორების ინფორმაციით, თბილისში დაგეგმილ ორივე კონცერტზე, მუსიკოსი ერთსა და იმავე პროგრამას შეასრულებს. მეორე კონცერტი 3 ნოემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება. არსებული ინფორმაციით, ამ კონცერტისთვის დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. კონცერტი 21 საათზე დაიწყება და დაგვიანებულ მსმენელს დასწრების შესაძლებლობა აღარ ექნება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება