ლაიფციგის დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების მე-60 საიუბილეო ფესტივალი ფოკუსს საქართველოზე აკეთებს

ლაიფციგის დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების მე-60 საიუბილეო ფესტივალი ფოკუსს საქართველოზე აკეთებს

გერმანიაში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და პრესტიჟულ კინოფორუმზე წელს ქართულ დოკუმენტურ და ანიმაციურ კინოს საგანგებო სექცია მიეძღვნა. IMPORT/EXPORT – GEORGIAN CINEMA ACROSS BORDERS - იმპორტი და ექსპორტი - ქართული კინო საზღვრებს შორის - ამ სახელწოდების პროგრამაში 11 დოკუმენტური და 2 ანიმაციური ფილმი იქნება ნაჩვენები.

საქართველოს ფოკუს პროგრამა დოკლაიფციგის ფესტივალის ინიციატივით და ჰაინრიხ ბიოლის ფონდთან თანამშრომლობით, ქართველი რეჟისორის და პროდიუსერის - ზაზა რუსაძის კურატორობით შედგა. ზაზა რუსაძე, ასევე, DOK Leipzig-ის შესარჩევი კომისიის წევრია.

ლაიფციგის ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება, ასევე, პანელ დისკუსია Female Gazes from Georgia – (ქალის ხედვა საქართველოდან), რომელიც ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ არის ორგანიზებული. კინოჩვენებების ციკლი და დისკუსია გერმანიის კიდევ 4 ქალაქში გაგრძელდება.

გარდა სპეციალური ქართული პროგრამისა, ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია "ჯიბის კაცი" - რეჟისორი ანა ჩუბინიძე.

“გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი - ბახის და ვაგნერის ქალაქი, ცნობილი წიგნის ბაზრობის - ბუხმესეს მასპინძელი ლაიფციგი დღეს ევროპის კინოს ეპიცენტრია.

კინოფესტივალ "დოკლაიფციგის" მე-60 საიუბილეო გამოშვება გახსნილია და ასობით ადამიანი მთელი მსოფლიოდან აქტუალურ დოკუმენტურ კინოს თუ ანიმაციას ეცნობა. წლევანდელი ფესტივალის თემაა - შიშის შემდეგ!

წელს საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დოკლაიფციგს, რადგან სპეციალური ფოკუს პროგრამა ქართულ კინოს მიეძღვნა.

ევროპაში ამ დღეების განმავლობაში ბოლო დროის წარმატებულ ქართულ დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმებს ნახავენ.

2 ნოემბერს, საქართველოს დროით 19 : 30 გაიმართება დისკუსია - ქალის ხედვა საქართველიდან - რომელშიც ქართველი რეჟისორები და პროდიუსერები მიიღებენ მონაწილეობას. დისკუსია ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ინიციატივით იმართება. ქართული პროგრამის კურატორი - რეჟისორი და პროდიუსერი ზაზა რუსაძეა.

ადევნეთ თვალი პანელდიკუსიას კინოცენტრის ფეისბუქის გვერდზე! “- კინოცენტრის პიარის ხელმძღვანელი ნინია ახვლედიანი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება