"მსოფლიოში არ არსებობს მამაკაცი, რომელიც ანჯელინას შეეფერება” - ბრედ პიტი

"მსოფლიოში არ არსებობს მამაკაცი, რომელიც ანჯელინას შეეფერება” - ბრედ პიტი

ვიდრე მთელი მსოფლიო განიხილავს ბრედ პიტის რომანს 21 წლის მსახიობთან, არც მისი ყოფილი ცოლი რჩება მარტო - ანჯელინა ჯოლისთან დაახლოებული წყარო ტაბლოიდებთან ამბობს, რომ ენჯი უკვე რამდენიმე თვეა, ხვდება ბიზნესმენს, რომლის ვინაობა საიდუმლოდ რჩება. ამასთან, წყაროს მტკიცებით, ჯოლი საკუთარ რჩეულზე დაქორწინებასაც გეგმავს. როგორც აღმოჩნდა, ანჯელინას მეგობარ მამაკაცს ბრედ პიტიც იცნობს, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ წყვილი ურთიერთობას ვერ ააწყობს.

"ბრედს ეჭვი ეპარება, რომ ანჯელინა ოდესმე ბედნიერი იქნება ქორწინებაში. ის დარწმუნებულია, რომ დედამიწაზე არ არსებობს მამაკაცი, რომელიც ჯოლის შეეფერება, რადგან ანჯელინა არასოდეს მიდის კომპრომისზე. პიტი ფიქრობს, რომ ურთიერთობისთვის კომპრომისები ყველაზე მნიშვნელოვანია", - ამბობს მსახიობთან დაახლოებული წყარო.

მისივე თქმით, ანჯელინა ძალიან ბევრს ითხოვს მამაკაცებისგან, მთელ ენერგიას საქმესა და შვილების აღზრდაში დებს, ურთიერთობაზე ზრუნვისთვის კი დრო აღარ რჩება.

მომზადებულია Elle-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება