ვინ არის მსახიობი, რომელმაც "მარქსიანელი" სანის როლი მოირგი და რას სთხოვენ მას გოგონები სერიალში გამოჩენის შემდეგ

ვინ არის მსახიობი, რომელმაც "მარქსიანელი" სანის როლი მოირგი და რას სთხოვენ მას გოგონები სერიალში გამოჩენის შემდეგ

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ცოტა ხნის წინ ახალი პერსონაჟი გამოჩნდა - ეს არის თინეიჯერი სანი, რომელიც ჩიკას უფროსი ვაჟი და ე.წ. დაჯგუფება "მარქსიანელების" დამაარსებელია. სიუჟეტის მიხედვით, დაჯგუფება ბიზნესმენებს ებრძვის და გაჭირვებულ ხალხს ეხმარება.

სანის პერსონაჟის მიმართ საზოგადოებაში დიდი ინტერესია, ამ როლს მსახიობი გიორგი ტაბიძე ასრულებს, რომელიც თეატრალური უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია.

- გიორგი, თქვენს შესახებ გვიამბეთ?

- თეატრალური უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვარ, პირველად ფილმში ერთი წლის წინ გადამიღეს, ეს იყო ნანა ექვთიმიშვილის ფილმი "ჩემი ბედნიერი ოჯახი", რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე უდიდესი წარმატება მოიპოვა. მსახიობობა ბავშვობიდან მიზიდავდა, მშობლებს ხშირად დავყავდი თეატრში, ვიცოდი, ეს იყო ის საქმე, სადაც ყველაზე კარგად ვიგრძნობდი თავს, მოგვიანებით "ბერიკებში" მიმიყვანეს, სკოლის დამთავრების შემდეგ კი თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. ახლა ვმუშაობთ ჩეხოვის ერთ-ერთ პიესაზე და სპექტაკლის პრემიერა უნივერსიტეტში თვის ბოლოს გაიმართება.

- როგორ მოხვდით "ჩემი ცოლის დაქალებში"?

- კასტინგ-მენეჯერმა, ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ დამირეკა. მივედი კასტინგზე, სადაც ჩემს გარდა რამდენიმე ბიჭი იღებდა მონაწილეობას, სცენარი მომცეს და ასე გავიარე სინჯები, რამდენიმე დღეში დამირეკეს და მითხრეს, როლზე დამტკიცებული ხარო, ძალიან გამახარა ამ ამბავმა.

- დიდი ინტერესი გამოიწვია თქვენმა პერსონაჟმა, რამ განაპირობა ეს?

- ახალი პერსონაჟი შემოვიდა სერიალში, რომელსაც სხვა მიზნები და ინტერესები აქვს, ის განსხვავებულად უყურებს ცხოვრებას და ალბათ ამიტომაც აიტაცა ხალხმა.

- ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ, არ ფიქრობთ რომ თქვენმა გარეგნობამაც იქონია გავლენა...

- მე ჩემი თავი ეკრანზე არ მომწონს, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი ამაზე.

- როგორი პარტნიორია მსახიობი ანი ჩირაძე, იგივე ჩიკა?

- ძალიან კარგი ადამიანია. უშუალო, უბრალო. დავსხედით და ერთად გავიარეთ რაღაც სცენები, კონკრეტულად რას გავაკეთებდით იმპროვიზაციის მხრივ. მასთან მუშაობა ჩემთვის ძალიან კომფორტულია.

- ჩიკას მსგავსი გოგონა მოგეწონებოდათ რეალურ ცხოვრებაში?

- არა, იმიტომ რომ ის ძალიან ზემოდან უყურებს ხალხს, მე კი ასეთი ადამიანები არ მომწონს. რაც შეეხება რეალურ ჩიკას, ის საოცარი ადამიანია.

- თქვენი პერსონაჟი დაუმორჩილებელი შვილია, რეალურ ცხოვრებაში როგორი ურთიერთობა გაქვთ მშობლებთან?

- ნამდვილად არ ვარ სანისნაირი შვილი, პირიქით, ძალიან მიყვარს ჩემი მშობლები და მათ აზრსაც პატივს ვცემ.

- რას მოითხოვენ "მარქსიანელები"?

- ისინი ერჩიან მდიდრებს, იმიტომ რომ ბიზნესმენები ხალხის ფულს იდებენ ჯიბეში. ჩვენ ეს არ მოგვწონს და გაჭირვებულებს ვეხმარებით. ჩვენი ბანდა, თბილისში არსებულ სადისტურ ბანდებს არ ჰგავს (იცინის).

- რა გსმენიათ თბილისურ ბანდებზე და თუ გქონიათ შეხება მათთან?

- მსმენია ბანდების შესახებ, მაგალითად გამიგია ემოები. მიმაჩნია, რომ ეს არ არის კარგი და დიდი პრობლემაა.

- შეყვარებული ხართ?

- არ მყავს შეყვარებული. ერთხელ მიყვარდა, მაგრამ ბავშვები ვიყავით და დიდი ხნის წინ დავშორდით. მივხვდი, ჯობია ჯერ კარიერას მივხედო და მერე ვიზრუნო პირად ცხოვრებაზე.

- ალბათ უამრავი გოგონა გწერთ...

- ბევრი ადამიანი მწერს, ქუჩაშიც ვგრძნობ პოპულარობას და ცოტა დისკომფორტსაც მიქმნის ეს ცნობადობა. ვინც მწერს, ვცდილობ ყველას პასუხი გავცე, დავამატო, ამიტომ სულ ტელეფონში ვარ ჩამძვრალი და ეს დიდ დროს მართმევს. ბევრი გოგო "მარქსიანელების" მაისურსაც მთხოვს (იცინის).

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი წყვილის ვაჟი ქორწინდება - ვინ არის ბექჰემების მილიონერი სარძლო (ფოტოები)

უილ სმიტის ცოლი პირდაპირ ეთერში გამოტყდა, რომ სხვა კაცთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, რისი ნებართვაც მეუღლემ მისცა

10 რჩეული ქართული სიმღერის განსხვავებული ვერსია გოჩა აბულაძისგან - მსოფლიო დონის ოპერის ვარსკვლავმა ახალი ალბომი გამოსცა