იგავში დაბრუნება

იგავში დაბრუნება

იგავი, როგორც ცნობილია, მოცულობით პატარა ფორმაა, მაგრამ ძალიან გამომსახველი და მრავალშრიანი, რომელიც გამორიცხავს მაყურებელზე ყოველგვარ ძალდატანებას (შინაარსის დონეზეც კი) და იწყობა რაიმე სახის აკვიატებული განსაზღვრებების, სტანდარტული ჩარჩოების გარეშე. ის არღვევს სტერეოტიპებს, თუმცა, მათგან დისტანცირების პარალელურად, გარკვეულ სქემებსა და ნორმებს ინარჩუნებს, ჟანრის კანონის ფარგლებში.

თანამედროვე იგავი ფორმას კიდევ უფრო თავისუფლად უდგება. ამავე დროს, ის შეიძლება მოექცეს კომედიის, ტრაგიკომედიის, დრამის, საშინელებათა ფილმის, დეტექტივის, მელოდრამისა და ა.შ. მოკლედ, ნებისმიერი ჟანრისა თუ ქვეჟანრის განზომილებაში. და "მსუბუქ ჟანრებში" გამოხატვის მიუხედავადაც კი, არ დაკარგოს არც სიმძაფრე და არც პირველადი მნიშვნელობა.

კინოიგავში ყოველთვის იქმნება გარკვეული სიმბოლური ატმოსფერო, ხშირად, სამყაროს ძალიან რეალურ საზღვრებში და ამ პირობით კავშირში ყველაფერი სიმბოლოებისა და მეტაფორების საშუალებით გადმოიცემა.

იგავი ხშირად მოულოდნელი შედეგით სრულდება ან პროცესში ახალ მოულოდნელ მიმართულებას იძენს. ამავე დროს, გარკვეულ პუნქტამდე, მოვლენათა განვითარების მნიშვნელოვან, გარდამტეხ ეტაპამდე ყველაფერი მშვიდად, განსაკუთრებული ზიგზაგებისა და მკვეთრი გარდასახვების (გადახვევების) გარეშე მიდის.

ხშირად სიუჟეტს, პერსონაჟებს ტიპური და განზოგადებული ხასიათები აქვთ. იქმნება ატმოსფერო, რომელიც პირობითი და ქვეტექსტური არსისა და მნიშვნელობის შემცველია. თან შეიცავს გზავნილთა სისტემას მაყურებლისკენ და განსაკუთრებული ავტორისეული პოზიცია გააჩნია. ის მიანიშნებს, მაგრამ ბოლომდე არ იძლევა განმარტებას. აქვს ფარული აზრი, რომელიც სიმბოლოთა სისტემით გადმოიცემა. არ ძალადობს მაყურებელზე და ახსნის საკუთარ პირობას სთავაზოს.

ბოლო პერიოდში, მსოფლიო კინოში შეინიშნება მისწრაფება იგავის თანამედროვე ფორმების თუ დამკვიდრების არა, აქტიური გამოყენებისკენ, რომელსაც, ფაქტობრივად, ჩამოცილებული აქვს დიდაქტიკური ჟღერადობა და უფრო თანამედროვე სოციუმის, საზოგადოების შინაგანი სამყაროს, ცხოვრების არსის, ზოგადად ცხოვრებისეული ღირებულებებისა და დღეს საზოგადოების წინაშე არსებული ფასეულებების (შენარჩენებული თუ გაუფასურებული) "ფილოსოფიური" განსჯისკენაა მიმართული.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება