დაღლილი სახე, დასიებული ქუთუთოები - ბლეიკ ლაივლის ცნობა შეუძლებელია

დაღლილი სახე, დასიებული ქუთუთოები - ბლეიკ ლაივლის ცნობა შეუძლებელია

წითელ ხალიჩაზე ყოველთვის იდეალურად მოწესრიგებული 30 წლის ბლეიკ ლაივლის ცნობა გადასაღებ მოედანზე სრულიად შეუძლებელია.

ფოტოგრაფებმა მსახიობი ფილმის The Rhythm Section გადაღებისას მოჩაჩული შარვლით და დიდი ზომის ქურთუკით დააფიქსირეს. მაკიაჟის საშუალებით მისი სახე გადაღლილს ჰგავდა, შესიებული უპეებით.

ახალი ფილმის მიხედვით, ქალი ცდილობს შური იძიოს ადამიანებზე, რომლებმაც ჩამოაგდეს თვითმფრინავი, სადაც მისი ოჯახის წევრები ისხდნენ.

ფილმში ლაივლისთან ერთად ჯუდ ლოუც მონაწილეობს, რეჟისორი კი რიდ მორანოა.

ბლეიკი, რომელიც მსახიობ რაიან რეინოლდსზეა დაქორწინებული, ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან ვარსკვლავად მიიჩნევა, ამიტომ მისი ახალი იმიჯი რეალურისგან სრულიად განსხვავდება.

მომზადებულია mirror.co.uk-ის მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება