მაკა ასათიანის ულამაზესი რძალი პოდიუმზე

მაკა ასათიანის ულამაზესი რძალი პოდიუმზე

დიზაინერ მაკა ასათიანის ულამაზესი რძალი ნანიკო კლდიაშვილი 4 ნოემბერს "მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე" გამოვიდა. ნანიკომ მონაწილეობა მიიღო დიზაინერ ჯაბა დიასამიძის გამორჩეულ ჩვენებაში.

ჯაბა დიასამიძის შთამბეჭდავი ჩვენების შესახებ დაწერა მოდურმა გამოცემა Vogue-მა.

"ჯაბა დიასამიძემ თბილისის ყველაზე გამორჩეული ქალები შეკრიბა პოდიუმზე. ამ ქალებს უყვართ პარიზში მოღვაწე ქართველი დიზაინერის დრამატული, ინტიმური შოუები. ამ სეზონზე დიასამიძემ განსაკუთრებული მიდგომა გამოავლინა მოდელების მიმართ - ის თითოეულს ხვდებოდა და მიაცილებდა პოდიუმისკენ" - წერს ჩვენების შესახებ გამოცემა და ფოტოებსაც აქვეყნებს.

მაკა ასათიანის უფროსი ვაჟი კახი ჟორდანია და ნანიკო კლდიაშვილი სექტემბერში დაქორწინდნენ. წყვილი ორი წლის წინ დაინიშნა, სექტემბერში კი მათ ჯვარი დაიწერეს და ქორწილი გადაიხადეს. აღსანიშნავია, რომ ნანიკოს ქორწილშიც ჯაბა დიასამიძის კაბა ეცვა.

თბილისის "მერსედეს ბენცის მოდის კვირეული" 2-6 ნოემბერს სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართა. მოდის კვირეულის ფარგლებში შედგა ცნობილი ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენება, მათ შორის: ავთანდილი, დათუნა სულიკაშვილი, ჯაბა დიასამიძე გოლა დამიანი, ანუკა ქებურია, ალექსანდრ არუთინოვი, გიორგი ქებურია, ANOUKI, Match&Match და სხვები.

მონიკა ბელუჩის ქალიშვილი ახალ სიმაღლეებს იპყრობს - 16 წლის გოგონას ახალი ფოტოები ფრანგული Elle-ისთვის

"10 წლის უნახავი შემთხვევით შემხვდა, ვუთხარი, მოსკოვში უნდა წაგიყვანო-მეთქი. ერთ კვირაში ჩემი ცოლი გახდა" - რას ყვება დათო ევგენიძე ოჯახსა და თემურ ალასანიასთან მძახლობაზე

სუპერმოდელმა ჯიჯი ჰადიდმა სახლში იმშობიარა - "ვიცოდი, რომ აუტანელი ტკივილი იქნებოდა...გიჟს ვგავდი"