ანჯელინა ჯოლიმ შვილის ჯგუფელები და მათი მშობლები გააოცა

ანჯელინა ჯოლიმ შვილის ჯგუფელები და მათი მშობლები გააოცა

42 წლის ანჯელინა ჯოლი სამაგალითოდ მზრუნველი დედაა. ქმართან, ბრედ პიტთან განშორების შემდეგ ის არა მხოლოდ მარტო ზრდის და უვლის შვილებს, არამედ პირადად დადის მათ სხვადასხვა სპორტულ წრეზე.

როგორც გაირკვა, ანჯელინამ ჰელოუინისთვის 9 წლის შვილის, ვივიენის კარატეს სკოლაში ორცხობილები ყველა ბავშვისთვის მიიტანა. ვივიენის 12 ჯგუფელი და მათი მშობლები სასიამოვნოდ გაოცებულები დარჩნენ ჰოლივუდის ვარსკვლავის ყურადღებით.

"ყოველ ჯერზე, როდესაც ვივიენი ვარჯიშობს, ანჯელინა მის ყველა მოქმედებას აკვირდება და იღიმის," - უთხრა ჟურნალისტებს ვივიენის ერთ-ერთი ჯგუფელის დედამ.

ქმართან დაშორების შემდეგ ანჯელინამ გადაწყვიტა, ყველა ყოფითი საკითხის მოგვარება თავად ისწავლოს. მსახიობმა განაცხადა, რომ უკვე ძალიან მოსწონს დროის სახლში გატარება და კულინარიის კურსებზეც დადის.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება