"ქიმიოთერაპია ექვსჯერ გავიკეთე" - გოგიჩა მძიმე სენს ებრძვის

"ქიმიოთერაპია ექვსჯერ გავიკეთე" - გოგიჩა მძიმე სენს ებრძვის

მსახიობსა და ტელეწამყვანს, გიორგი გოგიჩაიშვილს, ბავშვებისთვის, მისი პატარა მაყურებლისთვის კი უბრალოდ გოგიჩას, 49 წლის ასაკში განსაცდელის პერიოდი დაუდგა. ჯერ საზოგადოებრივ არხზე გადაცემა "ყოჩაღების ქუჩა" დაუხურეს, შემდეგ კი სრულიად მოულოდნელად გაჩენილ მძიმე სენთან ბრძოლა დასჭირდა. მკურნალობის კურსი უცხოეთში, სტამბულის კლინიკაში ჩაუტარდა. ეს ავადმყოფობა მისი ოჯახისთვის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო, მაგრამ გიორგიმ პრობლემასთან გამკლავება შეძლო. ახლა თავს უკეთ გრძნობს და ჟურნალ "სარკესთან" ძველებურად ხუმრობს.

- იმიჯი გაქვთ შეცვლილი…

- იმიჯი კი არ შევიცვალე, თმა გამცვივდა და წვერი მოვუშვი. მთელი ცხოვრება პირიქით იყო, თმა მქონდა და გაპარსული დავდიოდი. რომ მიცნოთ, თავს ამოვატრიალებ. მოკლედ, იმიჯი ბუნებრივად შემეცვალა.

- ჯანმრთელობის მხრივ თავს როგორ გრძნობთ?

- ახლა კარგად ვარ, გვერდში ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები, ექიმები მიდგანან. ბავშვობიდან არ მიყვარდა ქიმიის გაკვეთილი, მაგრამ ქიმიოთერაპიის გაკეთება ექვსჯერ მომიწია და ქიმიასაც დავუახლოვდი. ახლა გადასხმებს ვიკეთებ, მაგრამ კარგად ვარ.

მადლობა ღმერთს და მადლობა ყველას - ექიმებს, მეგობრებს. სტამბულში ვიყავი სამჯერ, მშვენიერი ქალაქია. მაისში წავედი პირველად, მერე ზაფხულში და ბოლოს სექტემბერში. ერთი წასვლა კიდევ მიწევს. მედიცინა და ადამიანების მოწყალებაც იმ დონემდე მივიდა, რომ გადამარჩინეს.

მინდა, მოვესიყვარულო ყველა ჩემს ექიმს, რომლებიც ყოველ შეხვედრაზე განსაკუთრებული სითბოთი მხვდებიან და მაქსიმალურად ცდილობენ ჩემს გამოჯანმრთელებას. დიდი მადლობა ნათია ქარაბაქს, მზიკო ზაქარაიას, ზაზა მეზვრიშვილს და ყველას, ვინც ჩემზე ზრუნავს.

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

(შემოკლებული ვერსია)

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს