ბრედ პიტს, სავარაუდოდ, ახალი რომანი აქვს - ვინ ჩაანაცვლა ანჯელინა ჯოლი

ბრედ პიტს, სავარაუდოდ, ახალი რომანი აქვს - ვინ ჩაანაცვლა ანჯელინა ჯოლი

ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ ბრედ პიტის რომანების შესახებ მუდმივად საუბრობენ. ქალებს შორის, რომლებსაც, შესაძლოა, მსახიობი ხვდებოდეს, ქეით ჰადსონი, სიენა მილერი, სანდრა ბულოკი და ელა პერნელიც არიან.

ცოტა ხნის წინ კი ავსტრალიურმა ტაბლოიდმა New Ideа ამ სიას კიდევ ერთი ადამიანი მიუმატა - მონაკოს პრინცესა და გრეის კელის შვილიშვილი შარლოტ კაზირაგი.

პიტთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ ურთიერთობა თვეზე მეტია, გრძელდება. წყაროების ინფორმაციითვე, პიტი და შარლოტი ერთად მივიდნენ საქველმოქმედო საღამოზე LACMA Art Gala ლოს-ანჯელესში, თუმცა მსახიობმა შეძლო, ფოტოგრაფებისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო.

სამეფო ოჯახის წარმომადგენლისა და ბრედ პიტის რომანი, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ დასტურდება.

ბრიტანული ტაბლოიდი The Sun კი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რომანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება