"გოგონამ დრო იხელთა, ნაცისტ სერჟანტს იარაღი წაართვა და შილინგერს მუცელში ესროლა" - სასიკვდილო სტრიპტიზი ოსვენციმში

"გოგონამ დრო იხელთა, ნაცისტ სერჟანტს იარაღი წაართვა და შილინგერს მუცელში ესროლა" - სასიკვდილო სტრიპტიზი ოსვენციმში

ეს ევროპელი ბალერინა ისტორიაში ცეკვით არ შესულა, ფრანცისკა როზენბერგის სახელი საზოგადოებამ მისი მკვლელობის შემდეგ გაიგო.

გოგონას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. უნიჭიერეს ფრანცისკას ცეკვას ვარშავაში ერთ-ერთ წამყვან სკოლაში ასწავლიდნენ. მასზე აკეთებდნენ ფსონს, რომ გოგონა პოლონური საბალეტო ცეკვის ვარსკვლავი გახდებოდა. კარგად გამოსდიოდა ყველა სტილი, როგორც მოდენრი, ასევე კლასიკა. 1939 წელს გოგონამ ბლიუსელში ცეკვის საერთაშორისო კონკურსზე მეოთხე ადგილი დაიკავა. ნათელი მომავალი არ იყო შორს, ეტრფოდნენ მაღალჩნოსნები და ჰყავდა უამრავი თაყვანისმცემელი, შეეძლო დიდი მოცეკვავე გამოსულიყო, თუმცა სიტუაცია ნაცისტების გამოჩენამ შეცვალა...

23 წლის ფრანცისკა ამ პერიოდში ახალი გათხოვილი იყო, ის, როგორც ყველა სხვა ებრაელი, ვარშავის გეტოში მოხვდა. გოგონა იძულებული იყო ადგილობრივ თეატრ-კაბარეში Melody Palace -ში გამოსულიყო. მხოლოდ ეს აკავშირებდა მას წარსულ დიდებასთან. მიუხედავად პოლიტიკური მდგომარეობისა, ფრანცისკა არ აპირებდა დიდი ხანი პატიმრობაში ყოფნას.

1942 წელს ნაცისტებმა ვარშავის ებრაელებს თავის გადასარჩენად ერთი შანსი მისცეს. დაპირდნენ, რომ ვისაც ნეიტრალური ქვეყნის პასპორტი ჰქონდა, ნაცისტ სამხედროებში გაცვლიდნენ. ასეთი საბუთი, რა თქმა უნდა, არც იმ ებრაელებს ჰქონდათ, რომლებიც გეტოში ცხოვრობდნენ და არც იმათ, ვინც ჯერ კიდევ გეტოს გარეთ იმალებოდნენ. გადარჩენის ამ საშუალებაზე ფიქრით ებრაული გეტოების მიწისქვეშა დაჯგუფებებმა მოახერხეს და შვეიცარიიდან დაიწყეს პასპორტების გადმოგზავნა, თუმცა ამ პასპორტის ფასი დღევანდელი ექვივალენტით, 20 ათას დოლარს მაინც აღწევდა, რაც ძალიან ძვირი იყო.

მოგვიანებით, როგორც აღმოჩნდა, ნაცისტები არავის გათავისუფლებას აპირებდნენ, ამ საბუთით, მხოლოდ მცირე რაოდენობამ შეძლო თავის დაღწევა. პასპორტის მქონე ებრაელები პალესტინაში ტყვეობაში მყოფ ნაცისტ ჯარისკაცებზე გადაცვალეს. ხოლო სამი ათასი ებრაელი, რომელთაც მაინც შეიძინეს პასპორტი, სხვადასხვა გეტოებში დაიღუპა.

"სიცოცხლის საშვის" შეძენის შემდეგ, ებრაელებს ერთ-ერთ სასტუმროში ანთავსებდნენ, ამ სასტუმროში მოხვდა ფრანცისკა მანიც. მას გეტოდან თავის დასაღწევად ძვირადღირებული პასპორტი ან რომელიმე თაყვანისმცემელმა აჩუქა , ანაც თავად შეიძინა გადამალული ძვირფასეულობით.

1943 წელი იდგა, სასტუმროში ნაცისტური პოლიცია მივიდა და 300 მაცხოვრებელი თითქოს ჯარისკაცებზე გადასაცვლელად წაიყვანა, 3 ათასამდე ადამიანი კი რატომღაც სხვა ბანაკში გადაიყვანეს, მათ თავისუფლებაზე უარი ეთქვათ. ამ მრავალრიცხოვან ჯუფში მოხვდა ფრანცისკაც. ისინი თავისუფლების ნაცვლად ოსვენციმის ბანაკთან მიიყვანეს, სადაც ღიმილით შეხვდნენ ებრაელებს და პირველ ეტაპზე აუცილებელი დეზინფექციისთვის დუშის მიღება და სამოსის გახდა მოსთხოვეს განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება