"კავეა გალერია თბილისი" 30 ნოემბრიდან "გალერია თბილისში"

"კავეა გალერია თბილისი" 30 ნოემბრიდან "გალერია თბილისში"

30 ნოემბრიდან "გალერია თბილისში" ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კინოთეატრი "კავეა გალერია თბილისი" გაიხსნება. 4K გამოსახულება, სუპერ კომფორტული სავარძლები და Dolby Atmos აუდიოსისტემა - ეს იმ სიახლეების ძირითადი ჩამონათვალია, რითიც ახალი კინოთეატრი გამორჩეული და განსხვავებული იქნება საქართველოში აქამდე არსებული სხვა კინოთეატრებისგან.

"Dolby" ახალ, მძლავრ აუდიო ტექნოლოგიებს გვთავაზობს. "Dolby Atmos " - ასე ქვია აუდიო სისტემას, რომელიც შთამბეჭდავ თეატრალურ ხმას, RPX ფორმატში უზრუნველყოფს. კინორეჟისორებს კი საოცარ შესაძლებლობას აძლევს, გადმოსცენ თავისი ისტორიები ყველაზე ამაღელვებლად. Dolby Atmos-ით კინოთეატრის დარბაზები მთლიანად ივსება საოცარად მკაფიო, რეალური და სუფთა ხმით, რომელიც 360 გრადუსიან ჟღერადობას იძლევა და მთელს დარბაზში თანაბრად მიედინება. "Dolby Atmos " მაყურებელი პირდაპირ ფილმში გადაჰყავს, რაც დაუვიწყარ ემოციას ტოვებს კინოთეატრის სტუმრებზე.

Dolby Atmos-ის ხმის ტექნოლოგია პირველად 2012 წელს, დისნეიმ და პიქსარმა გამოიყენეს ანიმაციურ ფილმში - Brave. 2018 წელს კი, ამ სისტემას ისეთ ფილმებში შევხვდებით, როგორებიც არის - X-Men: The New Mutants, Deadpool 2 და სხვა. ასე რომ, მოემზადეთ, ნოემბრის ბოლოს Dolby Atmos-ით აღჭურვილი "კავეა გალერია თბილისი" გაიხსნება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება