ოცნებების სასაფლაო გაღმა და გამოღმა ნაპირზე

ოცნებების სასაფლაო გაღმა და გამოღმა ნაპირზე

,,გვახსოვდეს აფხაზეთი!”, ,,აფხაზეთი ჩვენი ტკივილია!” - ლოზუნგები თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ღრმად ჩაბეჭდილი და პოლიტიკოსებისა თუ მედიისგან ფართოდ ტირაჟირებულია, რაც წარმოადგენს იმის მეტყველ სიმპტომს, თუ როგორ აღვიქვამთ დამოუკიდებლობის მოპოვების თანმდევ ომებსა და დღემდე მოუგვარებელ კონფლიქტებს. ამჯერად, ყურადღებას არ გავამახვილებ ლოზუნგების პათეტიკურობასა და სიცარიელეზე. ჩემთვის საინტერესოა ის, რომ კონფლიქტური ზონებიდან, ფაქტობრივად, ამოღებულია ე.წ. შიდა ქართლი, ცხინვალის რეგიონი - კიდევ უფრო ღია ჭრილობა, რომლის საოკუპაციო ხაზი ლამის ყოველდღიურად მერყეობს. შეიძლება ეს ,,გამოტოვება” იმითაც არის განპირობებული, რომ როგორც კი დედაქალაქიდან სწორედ ,,აფხაზეთისკენ” მიმავალ ტრასას გაუყვები, სულ რამდენიმე კილომეტრში მიადგები ,,წეროვანის გეტოს”, რომელიც ისედაც (მუდმივად) გახსენებს (ყოველ შემთხვევაში, უნდა გვახსენებდეს) ,,სამაჩაბლოს ტკივილს”.

არ ვიცი, რას შეიძლება მივაწეროთ ეს ფაქტი? იმას, რომ აფხაზეთი მაინც ყოველთვის უფრო რომანტიზებული იყო ჩვენ კულტურულ მეხსიერებაში? რომ აფხაზი ეგზოტიკურ, გოროზ, არისტოკრატულ კავკასიელად აღიქმებოდა, მაშინ, როდესაც იგივე კავკასიელ ოსებზე ბავშვობიდან მხოლოდ დამამცირებელი ანეგდოტები გვესმოდა? არ ვიცი. ამ საკითხზე ჩემი ემპირიული დაკვირვების გარდა სერიოზულად არ მიფიქრია და მით უმეტეს, არ მიკვლევია. აზრი უბრალოდ კვლავ წამომიტივტივდა, როდესაც დამოუკიდებლობის პერიოდის ქართულ კინოში კონფლიქტების რეპრეზენტირების შესახებ წერა დავიწყე.

ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ფილმები ძირითადად სწორედ აფხაზეთის ომს უკავშირდება (თუ არ ჩავთვლით რენე ჰარლინის ,,აგვისტოს 5 დღეს”, რომელსაც მაშინდელი, ხელისუფლებაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის სახელმწიფო იდეოლოგიის ნაწილად უფრო განვიხილავ. ვფიქრობ, ჰოლივუდისთვის შეკვეთილი ფილმი ქართული კინოპროცესის გააზრებაში ნაკლებად დამეხმარება და ზაზა კოლელიშვილის ,,ომი და ქორწილს”, რომლის მხოლოდ მოხსენიებით შემოვიფარგლები).

პირველი მასშტაბური ფილმი ამ თემაზე, გიორგი ხაინდრავას „ოცნებების სასაფლაოა" (1997), რომელშიც გამოყენებული ქრონიკა და მთლიანად, ფილმის კვაზი დოკუმენტური ესთეტიკა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ომის ქრონიკას უყურებ.

ის მმნიშვნელოვნად განსხვავდება მეორე მსოფლიო ომზე გადაღებული საბჭოური (მათ შორის, ქართული) ფილმებისგან, რომლებშიც არსებობს ბრძოლის ზუსტი გეგმა, ჯარისკაცმა იცის, ვინ არის მტერი და არც იარაღია მისთვის სათამაშო აქსესუარი.

,,ოცნებების სასაფლაოში” კი სრული ქაოსია, ბრძოლა მოუმზადებელი და შესაბამისად, განწირულია. ვიღაცას ვიღაცის იარაღი მიაქვს შემთხვევით, ვიღაც უბრალოდ ‘მოროდიორობს"ვიღაცაში აფხაზი გოგოს დანახვა რომანტიკულ რაინდს აცოცხლებს... თუმცა არის ფილმში ერთი ნამდვილი რაინდი, სამართლიანი სუპერ გმირი, ჰოლივუდის ბლოკბასტერებიდან ქართულად „გადმოთარგმნილი"მეთაური (თავად გოგა ხაინდრავას შესრულებით), რომლის გამოჩენა ავტომატურად ყველა პრობლემის მოგვარებას ნიშნავს. განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება