ულამაზესი ქართველი მოდელი და ცნობილი მორაგბე დაინიშნენ

ულამაზესი ქართველი მოდელი და ცნობილი მორაგბე დაინიშნენ

ქართველი მოდელი ანა შელია და წარმატებული მორაგბე ლაშა ლომიძე დაინიშნენ. წყვილი 2 წელზე მეტია ერთადაა და მათი ურთიერთობა ახლა უკვე ახალ ფაზაში გადავიდა.

18 წლის ანა შელია თაკო ჩხეიძის სააგენტოს Geomodels-ის მოდელია და საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული და მაღალანაზღაურებადია, ის გასულ წელს პარიზის მოდის კვირეულზე გამოვიდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის ჩვენებაში. 25 წლის ლაშა ლომიძე "ბორჯღალოსანია" - ის საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მე-8 ნომერია და ინგლისური რაგბის კლუბის London Irish-ის მორაგბეა.

ანა შელია OK!-ის მოულოდნელ ნიშნობასა და სიყვარულის ისტორიას უამბობს.

- როგორია თქვენი გაცნობის ისტორია?

- ლაშამ ჩემს შესახებ მაშინ გაიგო, როცა მე 14 წლის ვიყავი, სწორედ მაშინ იყო პირველი მესიჯიც. მაგრამ როცა ჩემი ასაკი გაიგო, მიხვდა, რომ ურთიერთობა ამ ეტაპზე ვერ შედგებოდა.

2 წლის მერე, ბათუმში ერთმანეთს შემთხვევით შევხვდით, შემდეგ მე ერთ შემოდგომას ლონდონში გავემგზავრე, რა დროსაც ლაშა საფრანგეთში იყო და ჩემ სანახავად 1 დღით ჩამოვიდა, ისტორია აქედან იწყება.

- აქამდე თუ გეგმავდით ნიშნობას, როგორი იყო ხელის თხოვნა?

- არ ვგეგმავდით, ეს ყველაფერი ძალიან მოულოდნელი იყო, თუმცა მოგვიანებით გავიგე, რომ ლაშა ამისთვის 1 თვეზე მეტ ხანს ემზადებოდა. ხელი ძალიან ლამაზად მთხოვა, სამწუხაროდ ვიდეო არ გვაქვს, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. წინასწარ გეგმა მხოლოდ ბიძაჩემმა და ლაშას რამდენიმე მეგობარმა იცოდა  განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები OK!-ზე

ილიკო სუხიშვილი მოტოციკლით ავარიაში მოყვა

"მთვარის მოტაცებაში" ვითამაშე, მეტი რაღა უნდა მნდომოდა?!" - გეიდარ ფალავანდიშვილის საოცარი კინოგმირები და ცხოვრების სიყვარული

იუბილარი ევა ბარბაქაძე და წვეულება მეგობრებთან ერთად - როგორ აღნიშნა დაბადების დღე შორენა ბეგაშვილის ქალიშვილმა