შესრულება, რომელმაც საზოგადოება აღაფრთოვანა - "ეს უმაგრესი ბავშვები საქართველოდან, მთელმა მსოფლიომ უნდა გაიცნოს!"

 შესრულება, რომელმაც საზოგადოება აღაფრთოვანა - "ეს უმაგრესი ბავშვები საქართველოდან, მთელმა მსოფლიომ უნდა გაიცნოს!"

4 დეკემბერს, "ნიჭიერის" სცენაზე ფურორი მოახდინეს უნიჭიერესმა ბავშვებმა თბილისის ბიჭუნათა კაპელიდან და ახალგაზრდული გუნდიდან და მათმა მაესტრომ გელა ფარჩუკიძემ. ბიჭუნების ნამღერს აღფრთოვანებით შეხვდა საზოგადოება, ცნობილი თუ უცნობი ადამიანები და ხალხის გადაწყვეტილებით, სწორედ ისინი გადავიდნენ ფინალში (იხილეთ ვიდეო)

მათი გამოჩენა ზოგადად ტელეეთერში თუ მუსიკალურ სამყაროში ორმაგად სასიხარულო აღმოჩნდა იმ დაძაბული და ტრაგიკული გარემოს ფონზე, როცა ბევრ მშობელს უჭირთ მოზარდების მართვა, სწორ გზაზე დაყენება და აგრესიისა და მავნე ზეგავლენებისგან მათი დაცვა. ალბათ სწორედ ამაშია გამოსავალი, რომ ბავშვი იყოს დაკავებული იმით, რაც სულიერად გააძლიერებს, გაზრდის, იქნება ეს მუსიკა, სპორტი, ხატვა თუ ნებისმიერი სხვა რამ. ის, რაც მას შეავსებს, დააინტერესებს და მოწყვეტს ქუჩას თუ ინტერნეტს. როგორც მათი მაესტრო ამბობს: "მარტო ის რად ღირს, რომ კაპელის 150 ბავშვი ამ ასაკში სიგარეტისკენ არ გაიხედება... ქუჩის "აკადემიაზე" არ ფიქრობს და ცდილობს ეზიაროს მარად უკვდავ ხელოვნებას, მუსიკაში გაბნეულს.... ეზიარება მოცარტს, ბეთჰოვენს, "ბითლზებს", "ქვინებს"... მადლიან ქართულ ჰანგებს, განა ეს ცოტაა? ბავშვი, რომელმაც ეს იცის, როგორ გაბედავს ქუჩურ საუბარს და უზრდელობას? მან იცის, რომ მაშინვე დაისჯება... აქ სხვა ღირებულებებია"...

მუსიკათმცოდნე მაია დათუნაშვილი:

- ის რაც ახლა მოხდა ამ სცენაზე, ყველა აქამდე რეალიზებული შოუსთვის იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკალური ნომერი. ჯერ კიდევ წლების წინ, როცა ჯანსუღ კახიძის და გელა ფარჩუკიძის მიერ შეიქმნა ბიჭუნათა კაპელა, მძიმე წლებში, ეს იყო ნამდვილი სულიერი ხსნა იმ ბიჭებისთვის, ვინც იქ სწავლობდა...  განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება