ნაომი ქემფბელი დედასთან ერთად - ქალებს შორის ასაკობრივი სხვაობა ძნელად შესამჩნევია

ნაომი ქემფბელი დედასთან ერთად - ქალებს შორის ასაკობრივი სხვაობა ძნელად შესამჩნევია

სუპერმოდელი ნაომი ქემფბელი დედასთან ერთად გამოჩნდა და მსოფლიო მედია აალაპარაკა. 66 წლის ვალერი მორისი არაჩვეულებრივად გამოიყურება.

დედა-შვილს წლების წინ არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ვალერი 19 წლის იყო, როდესაც ნაომი გააჩინა, გასაზრდელად ოჯახის წევრებს დაუტოვა და თავად - ჰოლივუდის დასაპყრობად გაემგზავრა, მას სურდა, ცნობილი მოცეკვავე გამხდარიყო.

ერთ-ერთ ინტერვიუში სუპერმოდელმა განაცხადა, რომ დედის სიშორე მის ხასიათზეც აისახა, მან ისწავლა, ეცხოვრა მარტო, თუმცა ვალერის სრულებით არ ადანაშაულებს.

The British Awards-ის საზეიმო საღამოზე ნაომი და ვალერი ბრწყინავდნენ. დედა ცნობილ სუპერმოდელზე მაღალია, თუმცა ისინი ერთნაირად ელეგანტურები და გრაციოზულები არიან.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება