ტრადიციული გართობა და ახალი პროგრამა- რა გელოდებათ „იუმორინა 2018“- ზე

ტრადიციული გართობა და ახალი პროგრამა- რა გელოდებათ „იუმორინა 2018“- ზე

ახალი წელი ახლოვდება და ყველა ცდილობს შესაბამისი განწყობის შექმნას. ყველასათვის საყვარელი "იუმორინა" წელსაც ზრუნავს ჩვენს განწყობაზე და გვთავაზობს დაუვიწყარ კონცერტს სრულიად ახალი საახალწლო პროგრამით!

"იუმორინა 2018"-ის საახალწლო პროგრამაში მონაწილეობენ:

ბიძინა მახარაძე, ბესო ბერულაშვილი, გურამ ჯაში, ნინაკა გელაშვილი, ზურა ბერიკაშვილი, მერაბ გეგეჭკორი, გიგა ბექაური, ლაშა გურგენიძე, იუმორისტული დუეტი: დათო ბეკოშვილი და ამირან ქერქაძე.

ანსამბლი "ქუჩის მუსიკოსები": ხვიჩა მაღლაკელიძე, მერაბ სამყურაშვილი, დიტო საკანდელიძე, გია დავითიანი, გუჯა მარდალეიშვილი;

პატარა "ქუჩის მუსიკოსები": ლუკა წიკლაური, დათო მჭედლიშვილი, ილია საბაძე, თენგო გუმბერიძე, ალექსანდრე ჯაფარიძე.

წლევანდელი "იუმორინას" დებიუტანტი იქნება ნიჭიერი ახალგაზრდა პაროდისტი, ოთო კაჭარავა, ასევე კონცერტში წელს პირველად მიიღებს მონაწილეობას "თბილისური კვარტეტი" და ინსტრუმენტული ტრიო: "3 თაობა".

"იუმორინა 2018"-ის ავტორი და რეჟისორია ჯემალ ბაღაშვილი, მუსიკალური ხელმძღვანელი - გია ბაღაშვილი.

საახალწლო კონცერტი ჩატარდება, ტრადიციულად, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, 23 დეკემბერს, 19 საათზე. გელით ყველას, ვისაც გსურთ შეხვედრა ქართული იუმორის ვარსკვლავებთან!

"იუმორინა 2018"-ის ბილეთების ყიდვა უკვე შეგიძლიათ საიტზე tkt.ge, ხოლო 14 დეკემბრიდან - ფილარმონიის სალაროში.

გარდა ამისა, წელს "იუმორინა 2018-ს" სასიამოვნო სიახლე აქვს მომხმარებლებისთვის. ექსკლუზიურად, hotsale.ge-ს მომხმარებლებს, საშუალება ექნებათ ფასდაკლებით შეიძინონ ბილეთები საიტზე. ბილეთები გაიყიდება შეზღუდული რაოდენობით, ასე რომ, იჩქარეთ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება