კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
14:52 / 12-12-2017
კონფერენცია-შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები
2017 წლის 11 დეკემბერს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით სასტუმროში "რედისონ ბლუ ივერია" გაიმართა კონფერენცია "შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები".

კონფერენციაზე ფონდის გენერალურმა დირექტორმა მანანა(მაკო) მიქაბერიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა საკონკურსო პროგრამებისა და ღონისძიებების 2017 წლის ანგარიში, გააცნო ფონდის მიერ ადმინისტრირებული ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების შედეგები, დაფინანსებული კვლევითი პროექტების მიმდინარეობისას გამოვლენილი სირთულეები და გამოწვევები, კონკურსების შეფასების განახლებული პროცედურები და კრიტერიუმები, მულტილატერალური პროგრამების ფარგლებში განხორციელებული აქტივობები. კონფერენციის
მსვლელობისას ერთდროულად მიმდინარეობდა სამი სამუშაო პანელი: საგრანტო კონკურსების ტექნიკური ექსპერტიზის დროს აღმოჩენილი ძირითადი ხარვეზები; გრანტის მიმღების ვალდებულებები ფონდის მიმართ: პროექტის შესრულების შინაარსობრივი შეფასება პროგრამული მონიტორინგის დროს და თვლადი ინდიკატორები და განახლებული სტრატეგიის მიხედვით ფონდის საერთაშორისო ურთიერთობები და პერსპექტივები: ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში "ჰორიზონტი 2020" საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობა. მეცნიერებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო სამუშაო ჯგუფში ემუშავათ და გამოეხატათ მოსაზრებები.



კონფერენციაზე ასევე, ფონდის ერთეულების ხელმძღვანელებმა წარადგინეს პრეზენტაციები ფონდის 2018 წლის გეგმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, რომლის თქმით, მისასალმებელი არის საჯაროობა და გამჭვირვალობა, რომლის პირობებშიც სამეცნიერო ფონდი წარმართავს მუშაობას. მისივე თქმით, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება ერთი დიდი ოჯახია და საქართველოს ამ ოჯახის ღირსეული, სრულფასოვანი წევრობის ყველა რესურსი აქვს. ამისათვის რუსთაველის ფონდი ძალისხმევას არ იშურებს და მიზნის მისაღწევად, სამინისტრო ფონდს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
კონფერენცია გაგრძელდება მთელი დღის მანძილზე და დღის ბოლოს, შემაჯამებელ სესიაზე, მოწვეულ სტუმრებთან (საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების რექტორები, პრორექტორები, სამეცნიერო დეპარტამენტებისა და კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, საერთაშორისო სამეცნიერო სააგენტოებისა და პროგრამების ეროვნული საკონტაქტო პირები და მეცნიერების განვითარების საკითხებით დაინტერესებული სამიზნე ჯგუფები, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოება) გაიმართა დისკუსია.

09:16 / 18-12-2017
Inga
0
"გადასარევი" ქართულითაა დაწერილი. რაც მთავარია, სამი სამუშაო "პანელი" გამართულა ....
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართველი სამეცნიერო წრის წარმომადგენლები და ახალგაზრდა მკვლევრები
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
18:15 / 20-01-2018  Image "მე გადავრჩი, მაგრამ ბევრი არ გადარჩენილა ზუსტად მაგ გზაზე..." - რას წერს რუსთავის გზატკეცილზე ავარიაში მოყოლილი გოგონა
"რატომ გვწირავთ?! სად არის გამაფრთხილებელი ნიშანი?!"
14:10 / 20-01-2018  Image საბა სამუშიამ ოთხი ადამიანი დაჭრა - პროკურატურა რესტორან "აღაში" მომხდარ ფაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა სამუშიამ სამი ადამიანი დაჭრა
15:30 / 20-01-2018  Image სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა
ჯვრისწერის სერტიფიკატი პაპის თანმხლებმა კარდინალმა იქვე გააფორმა
19:43 / 19-01-2018  Image "გერმანულ ბანკში ვმუშაობ... სამუშაოს დასრულების შემდეგ სიმღერაზე გავრბივარ" - ქართველი გოგონას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში
"ჭეშ­მა­რი­ტი გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემ გვერ­დით"
15:07 / 20-01-2018  Image არასამთავრობოები "ბასიანის საქმეზე" - "...საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი"
აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49