თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში მერაბ კოკოჩაშვილს საპატიო ჯილდო გადაეცა

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში მერაბ კოკოჩაშვილს საპატიო ჯილდო გადაეცა

უკვე რამოდენიმე წელიწადია სხვა მთავარ ჯილდოებთან ერთად თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე სპეციალურ ჯილდოსაც გადასცემენ კინოში შეტანილი წვლილისათვის. წელს, მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალზე საპატიო "პრომეთე" რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა დაიმსახურა.

დაჯილდოვების ცერემონიალის შემდეგ "სპეციალური ჩვენების" ფარგლებში მერაბ კოკოჩაშვილის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევრის, "დიდი მწვანე ველის" ჩვენება გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ კინოსა და ვიდეო-ხელოვნების დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა "არსენალმა", წელს 3 ქართულ ფილმს რესტავრაცია გაუკეთა და ციფრულ ფორმატში გადაიტანა. მათ შორისაა მერაბ კოკოჩაშვილის "დიდი მწვანე ველი". რომლის ჩვენებაც აღდგენის შემდეგ პირველად სწორედ თბილისის მეთვრამეტე საერთაშორისო კინოფესტივალზე სპეციალურ ჩვენებაში შედგა.

ფილმი მოგვითხრობს მწყემსი სოსანას ცხოვრების შესახებ. სოფელი, დიდ მწვანე ველი, ოჯახი და წინაპართაგან დატოვებული საქმიანობა - ესაა მწყემსის ავლადიდება, მისი სამყარო და ყოველდღიური ცხოვრება. თუმცა, ერთ დღეს მის სოფელში, გეოლოგები ნავთობის საძიებელ სამუშაოებს იწყებენ. თანამედროვე ცივილიზაცია, თავისი ტექნიკის ხმაურით სოსანას სამყაროში შემოდის. სოსანა წინააღმდეგობაშია ცვლილებებთან, რომელთა ძალადობრივი შემოჭრა დიდ, მწვანე ველზე, მისთვის ყველაფერი ფასეულის ნგრევასა და განადგურებას მოასწავებს.

ფილმის აღიარება უცხოეთიდან დაიწყო - 1974 წელს, როდესაც "დიდი მწვანე ველი" სხვა ქართულ ფილმებთან ერთად ბერლინის კინოფესტივალზე ფართო საზოგადოებას წარუდგინეს. იგი დღემდე ყველა დროის და ყველა ქვეყნის 100 საუკეთესო ფილმს შორის არის შესული

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება