კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
15:46 / 11-01-2018
"მთვრალი მივედი ბატონ ირაკლისთან და ვურჩიე, ვარცხნილობა შეიცვალეთ-მეთქი" - გიორგი ნაზღაიძე ქუჩისა და პოლიტიკოსების მოდაზე
10 წელი მოდელი იყო, 5 წელია, რაც ამ საქმეს თავი დაანება, თუმცა პოდიუმმა, სამოდელო ბიზნესმა, როგორც ამბობს, ბევრი რამ მოუტანა და კარგი მოგონებებიც დაუტოვა. გიორგი ნაზღაიძესთან თანამედროვე მოდის, მოდელების, დიზაინერების, პოდიუმის და ქუჩის მოდის შესახებ ვსაუბრობთ, ისიც, მისთვის ჩვეულ სტილში გვიზიარებს საკუთარ მოსაზრებას.

 

"დღევადელი გადასახედიდან, სამოდელო ბიზნესი მამაკაცისთვის პერსპექტიული არ არის, არადა, ადრე, როდესაც მართლა პრობლემა იყო პოდიუმისთვის მამაკაცის მოძებნა, რადგანაც თემის გარშემო დიდი განხილვა და დისკუსია იყო ხოლმე, მაშინ ვიყავით მე და ლაშა ჯაფარიძე მოდელები,

პირველებმა დავიწყეთ ამ სფეროში საქმიანობა და დიდ წარმატებას მივაღწიეთ. არადა, სულ ისმოდა, რომ ეს არაკაცური პროფესიაა და ქართული სინამდვილისთვის შეუფერებელი საქციელი. დღეს შეიძლება ამას უკვე ნაკლებად ამბობენ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ, როგორც გითხარით, მოთხოვნა აღარ არის. თუმცა, კატასტროფა ხდება - დღეს ყველა მოდელობას იბრალებს..." - გვეუბნება გიორგი.

- მერე რა არის საჭირო იმისთვის, რომ პოდიუმზე მამაკაცი მოდელის ყოფნის აუცილებლობა გაჩნდეს?
- მამაკაცისთვის საქართველოში არ იქმნება კოლექციები და მოთხოვნა ამიტომ არის დაბალი, მაგრამ დაბალი მოთხოვნა იმას არ ნიშნავს, რომ ბევრი ცუდი მოდელი გაჩნდეს პოდიუმზე... ადრე ასე არ იყო და ეს სფერო არა მარტო ჩემთვის, სხვებისვისაც საინტერესო იყო. აი, რის გამო არ მიდიან კარგი გარეგნობის ბიჭები ამ სფეროში.



- რა რეაქცია გქონდა იმ შეფასებაზე, რომ მოდელობა ქართველი კაცის საქმე არ არის?
- ისე, დიდად არც ახლა უკრავენ ამ საქმეს ტაშს, თუმცა მაშინ ცხადია, მეტი წინააღმდეგობა იყო. ისე, პირადად არავინ მოსულა და არაფერი აუკრძალავს, არც შენიშვნა მოუცია, შეურაცხყოფა მოუყენებია. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ჩემ მიმართ ვიღაცას სადღაც თავისთვის ჰქონდა აგრესია. ერთადერთი, რაც მახსენდება იყო ასეთი შემთხვევა: პირველი "მისტერ ვალენტინი" რომ ჩატარდა, იმ კლუბში მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები მოვიდნენ და ერთ-ერთმა თავში ხის ჯვარი ჩამარტყა: სატანის მოციქულოო. ოღონდ, ეს დიდი ხნის წინ იყო...

- XXI საუკუნის ქართველი დიზაინერების მოდა რომ შევაფასოთ.
- დიდად არ ვარ ქართველი დიზაინერების მომხმარებელი და ამიტომ მათ ნამუშევრებში კარგად ვერ ვერკვევი. ამით იმას კი არ ვამბობ, უხარისხო კოლექციებს ქმნიან-მეთქი, მათი ნამუშევრები ჩემს უამრავ მეგობარს აცვია. თან, მსოფლიო ასპარეზზეც გავიდნენ, ბოლო კარგი ამბავი იყო, ავთანდილის კაბა ლედი გაგამ რომ მოირგო, მაგრამ მაინც მირჩევნია, მსოფლიო დატესტილი ბრენდი ვიყიდო, რომელიც თუნდაც რეცხვაში არ ფუჭდება. ხშირად ვერა, მაგრამ ტომ ფორდის მომხმარებელი ვარ. მისი დიზაინი ახლოს არის ჩემთან, თუმცა ძალიან ძვირია და თან, ყოველდღიურად ვერ იხმარ... 

- მსოფლიო მოდის თანამედროვე დიზაინერებიამაკაცის უცნაურ კოლექციებს ქმნიან - მამაკაცები ქალის სამოსით, ან ფეხსაცმელით - წვრილ ქუსლზე, მოდელები სხვადასხვა ქალური ელემენტით გამოდიან პოდიუმზე.
- მოდა აირია. ჰო, ამ მიმართულებით მამაკაცზე უფრო კეთდება აქცენტი, წვრილ ქუსლებზე შედგნენ, ჩაიცვეს კაბები და ა.შ. ჩემი შეფასებით, ამას კარგი დიზაინერი არ აკეთებს, აკეთებს ის, ვინც ცდილობს, რაღაც ხმაურით, ეპატაჟით შემოვიდეს, დაიმკვიდროს სახელი, თავი მოიწონოს. იმავე ტომ ფორდს არ სჭირდება ასეთი რაღაცები, რადგანაც იცის, მომხმარებელი რას ითხოვს და იმას ქმნის.

- შენ რომ იყო მოქმედი მოდელი და რომელიმე დიზაინერისგან შემოთავაზება გქონდეს, დიდი ფულის სანაცვლოდ, არ გახვალ პოდიუმზე მაღაქუსლიანი ფეხსაცმლით?
- მოდელი რომ ვიყავი, ერთმა ცნობილმა დიზაინერმა (ნახევრ რუსეთს მისი ნამუშევრები აცვია, საქართველოშიც ჩამოდის ხოლმე, მაგრამ მის სახელს არ ვიტყვი) შემომთავაზა მსგავსი რამ, პრობლემა არ მქონია. როდესაც სამოდელო ბიზნესში ხარ, უნდა იცოდე, რომ ხანდახან შეიძლება მოგიწიოს ასეთი ნაბიჯის გადადგმაც. ის ჩვენება ჩაიშალა... მაგრამ ვიმეორებ, პრობლემა არ მქონდა, მით უმეტეს, თან, დიდ თანხას იხდიდა.

- პოდიუმიდან ჩვენ ყოველდღიურ ყოფაში, ქუჩაში რომ გადავინაცვლოთ, ან თუნდაც პარლამენტში...
- ქუჩის მოდა 2 კატეგორიად შეიძლება დაყო - კარგად ჩაცმულები და ცუდად ჩაცმულები. ცუდს ის აძლიერებს, რომ შავი სამოსი ისევ ჭარბობს, რომელიც 90-იანი წლებიდან ვერ მოვიცილეთ. გოგოები, საქმიან თუ არა საქმიან შეხევდრებზე მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე არიან შემოსკუპებულები, ტანზე მომდგარი ჯინსები აცვიათ და უსვიათ წითელი პომადა. თბილისში ასე ზედმეტად გამოწყობილი უკვე ყოველი მეორე მხვდება. ამიტომაც ვამბობ, რომ საქართველოს "სათავისო მოდა" აქვს და ეს მოდა არის მიმბაძველობა. ერთი გააკეთებს რაღაცას და ყველა მიბაძავს.

ასევეა პოლიტიკოსებშიც. აშკარაა, რომ კახი კალაძე, ქალაქის მერი კარგად ჩაცმული პოლიტიკოსია, მაგრამ თავისი პარტიიდან უკვე რამდენიმე მიმბაძველი გამოუჩნდა: შლაპასაც იხურავენ, შეხსნილი პერანგები, კედები და ფერადი პიჯაკებიც აცვიათ. მიმბაძველობა ცუდი არ არის, მაგრამ ამ მიმბაძველობაში ინდივიდუალიზმი არ უნდა დაკარგო. ყველაფერი, რასაც სხვისგან იღებ, უნდა გიხდებოდეს. ადამიანი მხოლოდ გარეგნობა არ არის, ყველაფერი უნდა გიწყობდეს ხელს (სახე, ტანი) იმაში, რომ ჭრელი კოსტიუმი თუ კედები, თუნდაც კლასიკურ სამოსთან შეახამო. მოკლედ, საქართველოს აქვს ცალკე მოდა, რომელიც არასდროს გადადის.

- პოლიტიკოსები ვახსენეთ - კახი კალაძის გარდა კიდევ ვინ გესახება ყველაზე გემოვნებიანად, ან თუნდაც გაბედულ ჩამცმელად?
- პარლამენტის თავმჯდომარე ვარცხნილობით იქცევს ყურადღებას. ცოტა ხნის წინ, ქუთაისში ვიყავი და ერთ-ერთ რესტორანში სხვადასხვა მაგიდებთან აღმოვჩნდით. მე ხომ თავშეუკავებელი ადამიანი ვარ, სიმთვრალით გათამამებული, მივედი ბატონ ირაკლისთან და ვუთხარი, ვარცხნილობა შეიცვალეთ, მეგობრულად, გულით გირჩევთ-მეთქი. მადლობა გადამიხადა და ხელი ჩამომართვა. რატომღაც მგონია, რომ მოკლედ შეჭრილი თმა მეტად მოუხდება.

- ისე, პრეზიდენტ მარგველაშვილსაც ჰქონდა ადრე ჩაცმის თავისუფალი სტილი...
- კი, მერე უთხრეს, რომ პირველი პირი ხარ და წვერი გაიპარსეო...

- შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდი ადამიანებს?
- მოდას არასოდეს გაეკიდონ და ნურც ჩამორჩებიან. მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ადამიანმა არ დაკარგოს ინდივიდუალიზმი. აქ ძვირად ღირებულ სამოსზე არ არის საუბარი. ძვირი თუ მაცვია, ამასთან, ძალიან დაბალ ფასიანსაც მეორადშიც ვიძენ, რა პრობლემაა?! მაგარი ხარ მაშინ, როდესაც ძვირად ღირებულ და დაბალფასიანი ნივთი ერთმანეთში ისე შეახამო, გემოვნებიანი მიქსი გამოვიდეს, რაც თავიდან ბოლომდე "ლუქია". არსებობს კიდევ საუკეთესო საშუალება ინტერნეტი, სადაც ამ მიმართულებით უამრავ რამეს შევიტყობთ. არის არაერთი მაღაზია, სადაც არც ისე ძვირად გამოეწყობი. მაგრამ მგონი, საქართველოში არ უნდათ, რომ კარგად ჩაიცვან, პრობლემაც ეს არის.

ლალი ფაცია
AMBEBI.GE

15:00 / 12-01-2018
მედეა
0
ნაზღაიძეს მართლა გემოვნებით აცვია, მაგრამ მეტისმეტად თავდაჯერებული ნარცისია, რაც არ მომწონს. კობახიძეს კი სწორი შენიშვნა მისცა. მართლაც რაღაც უცნაური და სასაცილო ვარცხნილობა აქვს.
გამოეხმაურე / 2 /
16:29 / 12-01-2018
nanako
0
სიმართლეა
16:40 / 15-01-2018
medea-s
0
თუ სასაცილოა, ჩვენც გავიცინოთ და ეგ იქნება სულ. რა ნაზღაიძის საქმეა, კობახიძე თუ მელია (უი, მაგას ხომ თმა არ აქვს :))) როგორ ვარცხნილობას დაიყენებს. მე ინდივიდუალიზმის მომხრე უფრო ვარ, ვიდრე მოდის მიმდევრობის, რომლისაც უმეტესობას (ეჭვი მაქვს, არც ნაზღაიძეს) ბევრი არა გაეგება რა.
14:39 / 12-01-2018
რამო მორანი
0
იბერია უკვე გაბრწყინებულია ზოგიერთებისთვის.
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
"ყოველთვის რაღაც საფეხურები უნდა გაიარო, შეცდომებზე ისწავლო, განვითარდე"
მოდელ გიორგი ნაზღაიძეს ორწლიანი პირობითი სასჯელი რამდენიმე თვის წინ მოეხსნა. ის განზრახ
+VIDEO: საუბარი ოჯახის დანგრევის მიზეზებსა და წყვილებს შორის სექსუალურ შეუთავსებლობას ეხებოდა
(+ვიდეო) სტუდიაში სტუმრად იმყოფებდნენ ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები
"99% ვერც ლაპარაკობს ინგლისურად, მათი ნამღერი ინგლისურია - ჰაბ დუბდუბ და ჩუბ დუბ"
როცა სადმე ცალ-ცალკე მივდივართ, ორივეს გვეკითხებიან, თამუნა სად არის? გიორგი სად არისო?
"როდესაც ქვეყნიდან გავდივარ, ძირითადად, მაშინ ვყიდულობ ყველა სეზონის სამოსს"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
18:15 / 20-01-2018  Image "მე გადავრჩი, მაგრამ ბევრი არ გადარჩენილა ზუსტად მაგ გზაზე..." - რას წერს რუსთავის გზატკეცილზე ავარიაში მოყოლილი გოგონა
"რატომ გვწირავთ?! სად არის გამაფრთხილებელი ნიშანი?!"
14:10 / 20-01-2018  Image საბა სამუშიამ ოთხი ადამიანი დაჭრა - პროკურატურა რესტორან "აღაში" მომხდარ ფაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა სამუშიამ სამი ადამიანი დაჭრა
15:30 / 20-01-2018  Image სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა
ჯვრისწერის სერტიფიკატი პაპის თანმხლებმა კარდინალმა იქვე გააფორმა
19:43 / 19-01-2018  Image "გერმანულ ბანკში ვმუშაობ... სამუშაოს დასრულების შემდეგ სიმღერაზე გავრბივარ" - ქართველი გოგონას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში
"ჭეშ­მა­რი­ტი გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემ გვერ­დით"
15:07 / 20-01-2018  Image არასამთავრობოები "ბასიანის საქმეზე" - "...საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი"
აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49