ხოსე კარერასის ფავორიტი ქართველი მომღერალი - როგორ მოხვდა სალომე ჯიქია ლეგენდარულ ტენორთან ერთად მსოფლიო სცენაზე

ხოსე კარერასის ფავორიტი ქართველი მომღერალი - როგორ მოხვდა სალომე ჯიქია ლეგენდარულ ტენორთან ერთად მსოფლიო სცენაზე

ლე­გენ­და­რულ­მა ეს­პა­ნელ­მა ტე­ნორ­მა, ხო­სე კა­რე­რას­მა, ქარ­თ­ვე­ლი სოპ­რა­ნო, სა­ლო­მე ჯი­ქია პარ­ტ­ნი­ო­რად სხვა მომ­ღერ­ლებს შო­რის გა­მო­არ­ჩია და მას­თან ერ­თად გა­მო­სამ­შ­ვი­დო­ბე­ბელ ტურ­ნე­ში პუბ­ლი­კის წი­ნა­შე რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის სცე­ნა­ზე წარ­დ­გა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­სი მუდ­მი­ვი საცხოვ­რე­ბე­ლი თბი­ლი­სია, სა­ლო­მეს ევ­რო­პის სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტ­რ­ში უწევს ყოფ­ნა. მის­თ­ვის 2018-19 წლე­ბი უკ­ვე გა­წე­რი­ლია - თავს რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის სა­ო­პე­რო სცე­ნა­ზე ისა­ხე­ლებს. სა­ლო­მე ჯი­ქია პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ "ი­ავ­ნა­ნას" სტი­პენ­დი­ან­ტი, თურ­ქეთ­სა და სომ­ხეთ­ში გა­მარ­თულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­სა და კონ­კურ­ს­ზე ორი გრან-პრის, ლა­დო ათა­ნე­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­ს­ზე კი პირ­ვე­ლი პრი­ზის მფლო­ბე­ლია. მო­ცარ­ტის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბის­თ­ვის ფრან­სის­კო ვი­ნი­ა­სის სა­ხე­ლო­ბის ვო­კა­ლის­ტ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­ს­ზე მომ­ღე­რალ­მა მაქს კლა­ი­ნის და მად­რო­ნი­ტა ან­დ­რე­უს სა­ხე­ლო­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზი მი­ი­ღო.

სა­ლო­მე გან­ვ­ლი­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გზი­სა და არ­ჩე­ვა­ნის, რთუ­ლი ეტა­პე­ბი­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რა...

- სა­ლო­მე, გა­ნათ­ლე­ბით პი­ა­ნის­ტი ხართ. რო­გორ მოხ­და თქვე­ნი, რო­გორც მომ­ღერ­ლის აღ­მო­ჩე­ნა?

- სა­მუ­სი­კო ათ­წ­ლე­დის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სწავ­ლა კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში გან­ვაგ­რ­ძე და მა­გის­ტ­რა­ტუ­რა მა­ნა­ნა დო­ი­ჯაშ­ვილ­თან და­ვამ­თავ­რე. ბა­კა­ლავ­რის მე­სა­მე კურ­ს­ზე ვი­ყა­ვი, სიმ­ღე­რა­ში ძა­ლე­ბის მო­სინ­ჯა რომ ვცა­დე. ოპე­რის სო­ლისტ თე­მურ გუ­გუშ­ვილ­თან სა­მი წე­ლი ვის­წავ­ლე და ნელ-ნე­ლა ამ პრო­ფე­სი­ამ "გა­დამ­ძა­ლა", პი­ა­ნის­ტო­ბას კი თა­ვი და­ვა­ნე­ბე. 2013-14 წლებ­ში რო­მის სან­ტა ჩე­ჩი­ლი­ას ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის სა­ო­პე­რო სტუ­დი­ა­ში ვსწავ­ლობ­დი.

- ორ პრო­ფე­სი­ას შო­რის არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა რთუ­ლი არ იყო?

- რო­ცა სიმ­ღე­რა და­ვიწყე, ვიგ­რ­ძე­ნი - ეს ის საქ­მე იყო, რომ­ლის "მსა­ხუ­რე­ბაც" უფ­რო მინ­დო­და და შე­სა­ბა­მი­სად, სიმ­ღე­რა­ზე "პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დას­ვ­ლაც" ბუ­ნებ­რი­ვად მოხ­და. ხან­და­ხან დაკ­ვ­რა და მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი კი მე­ნატ­რე­ბა, მაგ­რამ რად­გან იმა­ვე სფე­რო­ში ვსაქ­მი­ა­ნობ, ფორ­ტე­პი­ა­ნოს ძა­ლი­ან არც მოვ­შო­რე­ბი­ვარ.

- ალ­ბათ, თქვენს პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­ზე ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რ­მაც იქო­ნია გავ­ლე­ნა...

- პირ­ველ რიგ­ში დე­დას და­ვა­სა­ხე­ლებ. ის მუ­სი­კა­ლუ­რი სამ­ყა­როს დი­დი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია. ფაქტობრივად, ოპე­რა­ში გა­ვი­ზარ­დე, მე და ჩე­მი დე­ბი გა­მუდ­მე­ბით დავ­ყავ­დით სპექ­ტაკ­ლებ­ზე, კონ­ცერ­ტებ­ზე. მი­უ­ხე­და­ვად რთუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მო­სი, დე­და ყო­ველ­თ­ვის ახერ­ხებ­და სპექ­ტაკ­ლებს დავ­ს­წ­რე­ბო­დით. მას სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის სა­ო­ცა­რი უნა­რი აქვს, შე­უძ­ლია გან­ჭ­ვ­რი­ტოს გა­დად­გ­მულ ნა­ბიჯს რა შე­დე­გი მოჰ­ყ­ვე­ბა თუნ­დაც რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ. სწო­რედ ამი­ტომ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­სას, დე­და ყო­ველ­თ­ვის საქ­მის კურ­ს­შია.

- ოთხი დი­დან პრო­ფე­სი­ად მუ­სი­კა მხო­ლოდ თქვენ აირ­ჩი­ეთ?

- დი­ახ. მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მა­თაც აქვთ, მაგ­რამ გაგ­რ­ძე­ლე­ბა არც ერ­თ­მა არ მო­ინ­დო­მა, მხო­ლოდ ჩე­მი და დე­დას სურ­ვი­ლე­ბი და­ემ­თხ­ვა. ვერ ვიტყ­ვი, რომ სხვე­ბის­გან ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე საგ­რ­ძ­ნობ­ლად გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი. კარ­გი მოს­წავ­ლე რომ ვი­ყა­ვი, შე­სამ­ჩ­ნე­ვი იყო, სოლ­ფე­ჯი­ო­ში სამ­ღერ ნომ­რებს სა­ო­პე­რო ხმით ვმღე­რო­დი. დე­და ხში­რად ყი­დუ­ლობ­და იტა­ლი­ე­ლი ბელ­კან­ტოს ოს­ტა­ტე­ბის ძველ ფირ­ფი­ტებს. ხში­რად ვუს­მენ­დი ტე­ბალდს, ბე­ნი­ა­მი­ნო ჯი­ლის, მა­რიო დელ მო­ნა­კოს. ვცდილობდი მათ­თ­ვის მი­მე­ბა­ძა. ალ­ბათ, ეს ილე­ქე­ბო­და და წლე­ბის შემ­დეგ სიმ­ღე­რის სურ­ვი­ლი მეც გა­მიჩ­ნ­და...განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება