კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
17:34 / 12-01-2018
ქართველი მხატვრის ფენომენალური ნახატები, რომელიც ფოტოები გეგონებათ - ინტერვიუ "ფანქრის ჯადოქარ" გურამ დოლენჯაშვილთან
"მოემზადეთ სრული კულტურული შოკისთვის! ძნელია დაიჯერო, რომ ამ საქმეში ადამიანის ხელი ერიოს, არადა ადამიანმა დახატა!" - ამ სიტყვებით გავრცელდა სოციალურ ქსელში ნახატები, რომელიც 75 წლის ქართველ მხატვარს, გურამ დოლენჯაშვილს ეკუთვნის. ქუთაისში დაბადებული ხელოვანი, 20 წელზე მეტია საზღვარგარეთ მოღვაწეობს - მისი ნახატები გამოფენილი იყო აშშ-ში, ინგლისში, საფრანგეთში, შვედეთში, ავსტრიაში; მისი ნამუშევრები ინახება საზღვარგარეთის ქვეყნების სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო პირთა კოლექციებში.

AMBEBI.GE-ს მკითხველს "ფანქრის ჯადოქართან" ექსკლუზიურ ინტერვიუს ვთავაზობთ:

- ხუთ თანამედროვე ქართველ მხატვარს შორის პირველ ადგილზე სახელდებით...
"დაუჯერებელია, რომ ეს ადამიანის ხელმა შექმნა" - თქვენი შემოქმედების მიმართ ასეთი დამოკიდებულებაა და თქვენ როგორ შეაფასებდით თქვენს ნამუშევრებს?

- ეს გადაჭარბებული ქება მესმის საბავშვო ბაღიდან... სტუდენტობიდან დღემდე უამრავი წარმატება მქონია, ჯილდო და პრემია მიმიღია, მაგრამ ყურადღება არასოდეს მიმიქცევია. ეს მხოლოდ ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო და დიდი სტიმული, უკეთესად მეხატა. ხალხის ასეთი დამოკიდებულება ჩემი ნახატების მიმართ უბრალოდ შეიძლება აიხსნას: იშვიათად უნდათ შრომა. თანამედროვე ხელოვნებაში არსებობს ტენდენცია, რომ ათასნაირი მაქინაციებით და რაც შეიძლება ადვილად შექმნან ვითომ რაღაც შემოქმედება. ამისათვის აკეთებენ პერფომანსებს, ღებავენ ცოცხით უზარმაზარ ტილოებს. რაც უფრო საშინელი იქნება, მით უკეთესი. და რატომღაც "თანამედროვე ხელოვნებას" არქმევენ...

სერიიდან "იმერული ესკიზები"



გასაკვირია ის, რომ ასეთი "ორსაათიანი შედევრებით" გაჯერებულია "სოტბისა" და "კრისტის" აუქციონები. ზოგიერთი ას მილიონ დოლარზე მეტად იყიდება... ასეთ ვაკხანალიაში მკვეთრად გამოიყო და შესამჩნევი გახდა ჩემი კლასიკური, აკადემიური ნამუშევრები. ჩემ ნახატებს მე ვერ შევაფასებ. ყველაზე კარგი შემფასებელია დრო! ვნახოთ, ასი-ორასი წლის შემდეგ რა მოხდება, თუ შემორჩა ისტორიას, ესე იგი კარგი ყოფილა...

- საქართველოში რამდენად ძლიერი სკოლა და ტრადიციები იყო მხატვრისთვის, როდესაც თქვენ იწყებდით?
- მე ძალიან გამიმართლა, იმ დროს ვსწავლობდი თბილისის სამხატვრო აკადემიაში (1962-1968) როცა პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდნენ მსოფლიო დონის კორიფეები: სერგო ქობულაძე, აპოლონ ქუთათელაძე, უჩა ჯაფარიძე, ლადო გრიგოლია, ფარნაოზ ლაპიაშვილი, ნიკოლოზ კანდელაკი... მესამე კურსზე ხატვას მასწავლიდა პეტერბურგის ლეგენდარული პედაგოგი ვასილ შუხაევი (იგი ბოლო წლებში თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად), რომელიც პაბლო პიკასოს ახლო მეგობარი იყო.

"ზამთარი იმერეთში"





საბჭოთა კავშირის დროს სამი სამხატვრო აკადემია არსებობდა: ლენინგრადის, რიგის და თბილისის. როცა მოსკოვის მანეჟში დიდი საკავშირო გამოფენები ეწყობოდა, არაოფიციალურად ხდებოდა მათი შეჯიბრი. მე ვარ მოწმე იმისა, რომ ჩვენი აკადემია ყოველთვის მოწინავეთა რიგებში იდგა. მესმოდა აღფრთოვანებული შეძახილები ჩვენი მხატვრების მიმართ... ძალიან მიხარია ჩვენს სამხატვრო აკადემიას რეკონსტრუქცია რომ უტარდება და ასე ლამაზდება, მაგრამ ვიტყვი იმას, რთულია ისეთი მაღალი დონის აკადემია შეიქმნას, როგორიც ჩემს დროს იყო. ალბათ ახლანდელი აკადემიის პედაგოგები ჩემს მოსაზრებას დაეთანხმებიან კიდეც.

- 20 წელზე მეტია საზღვარგარეთ მოღვაწეობთ... ევროპასა და უამრავ ქვეყანაში თანამედროვე გრაფიკული ხელოვნების მეტრს გიწოდებენ... თუ მიეცემა ქართველ დამთვალიერებელს საშუალება მეტად გაეცნოს თქვენს შემოქმედებას?

- სრულებითაც არ ვაპირებდი საზღვარგარეთ წასვლას. ქუთაისში მშვენივრად ვიყავი მოწყობილი. მქონდა კარგი სამუშაო გარემო, დიდი შემოქმედებითი სახელოსნო. თუკი ვინმე უცხო ჩამოვიდოდა ქუთაისში, უკლებლივ ყველა ჩემთან მოყავდათ. სახელოსნოში იყო განლაგებული იმერული ხისა და თიხის ჭურჭლის მდიდარი კოლექცია. სტუმრებს ვაჩვენებდი სლაიდებს, გადაღებულს შორეულ აღმოსავლეთში. ვუყვებოდი ჩემს სახიფათო თავგადასავლებს, როგორ ვნადირობდი ვეშაპებზე და ზღვის ლომებზე...

ეს იდილია დამერღვა თბილისის სამოქალაქო ომის შემდეგ. დაისადგურა წყვდიადმა ქალაქში. ვცდილობდი მბჟუტავი ლამპისა და სანთლის შუქზე მემუშავა. მაინც შევქმენი სამნაწილიანი კომპოზიცია "საქართველო 1992", რომელიც ჯერ არავის უნახავს. მუშაობის დროს ჩემთვის აუცილებელია დიდი შუქი, რომ დავინახო გამადიდებელი შუშის იქით როგორ ლაგდება უწმინდესი, მკრთალი შტრიხები. ამიტომაც ფაქტიურად გაჩერებული ვიყავი დიდი ხნით...



მთვარის სონატა



ჩემი ქვეყნიდამ წასვლა იძულებითი იყო. რამდენიმე წელი გავატარე მოსკოვის შემოქმედებით სახლ "ჩელიუსკინში". იქ მშვენიერი პირობებია მხატვრისთვის. არის ოფორტისა და ლიტოგრაფიის კარგი სახელოსნოები.

მოგეხსენებათ, კერძო გალერეებში და მუზეუმებში საკმაოდ დიდი თანხაა გადასახდელი, მაგრამ ყოველთვის ყველა გალერეა მიწვევდა. საზღვარგარეთ ამ ხნის მანძილზე უამრავი გამოფენა მოეწყო. ნამუშევრები საუკეთესო მუზეუმებსა და გალერეებშია დაცული, მაგრამ ჩემს ქვეყანაში სამწუხაროდ, ნაკლებად მიცნობენ...

სერიიდან "იმერული ესკიზები"





მე უკვე აქ ვარ, მესამე წელია თბილისში ვცხოვრობ. მართალია შემოქმედებითი მივლინებები და საზღვარგარეთ გასვლა მიწევს, მაგრამ ძირითადად დავბრუნდი და ჩემი შემოქმედებაც თბილისში ჩამოვიტანე. პირველი საანგარიშო გამოფენა, სამხატვრო აკადემიის დამთავრებიდან 20 წლის თავზე, თბილისში, მხატვრის სახლში 1988 წელს მოეწყო და მას შემდეგ საქართველოში არც ერთ გამოფენაზე მონაწილეობა არ მიმიღია. ბუნებრივია ვფიქრობ და აუცილებლად უნდა გავაკეთო დიდი საიუბილეო გამოფენა. მარტში მისრულდება 75 წელი. რა თქმა უნდა, დროა ჩემი ახალი ნამუშევრებით და წლების მანძილზე სხვა ქვეყნებში შექმნილი შემოქმედებით, სამშობლოში ამ დიდი და ახალი გამოფენით დავბრუნდე...

მანანა გაბრიჭიძე
AMBEBI.GE
13:37 / 19-01-2018
თემური
0
საოცრებაა. ასეთი რამ არ მინახავს. ეს არ არის მარტო დიდი შრომის შედეგი. ეს ღვთიური ნიჭია.
გამოეხმაურე / 0 /
12:20 / 18-01-2018
ლია
0
ყველაფერს სახსრები ჭირდება.. ამდენ სიკეთეს აკეთებს ფონდი ქართუ და, იქნებ ამ უნიჭიერეს ადამიანსაც დაუფინანსოს გამოფენა?
გამოეხმაურე / 0 /
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
18:15 / 20-01-2018  Image "მე გადავრჩი, მაგრამ ბევრი არ გადარჩენილა ზუსტად მაგ გზაზე..." - რას წერს რუსთავის გზატკეცილზე ავარიაში მოყოლილი გოგონა
"რატომ გვწირავთ?! სად არის გამაფრთხილებელი ნიშანი?!"
14:10 / 20-01-2018  Image საბა სამუშიამ ოთხი ადამიანი დაჭრა - პროკურატურა რესტორან "აღაში" მომხდარ ფაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა სამუშიამ სამი ადამიანი დაჭრა
15:30 / 20-01-2018  Image სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა
ჯვრისწერის სერტიფიკატი პაპის თანმხლებმა კარდინალმა იქვე გააფორმა
19:43 / 19-01-2018  Image "გერმანულ ბანკში ვმუშაობ... სამუშაოს დასრულების შემდეგ სიმღერაზე გავრბივარ" - ქართველი გოგონას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში
"ჭეშ­მა­რი­ტი გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემ გვერ­დით"
15:07 / 20-01-2018  Image არასამთავრობოები "ბასიანის საქმეზე" - "...საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი"
აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49