კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
16:20 / 12-01-2018
"10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" - პროექტის ფარგლებში ბრმა დეგუსტაციის შედეგების დათვლა დაწყებულია
პროექტმა "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" კულმინაციურ ეტაპს მიაღწია. დაწყებულია ხმის დათვლა და გამარჯვებული სახეობების გამოვლენა. უკვე ცნობილია პირველი სამეული, რომლებიც საუკეთესო ღვინოებს შორის საპატიო ადგილს დაიკავებენ. საფერავი, რქაწითელი და ქინძმარაული - სწორედ ეს არის სახეობები, რომლებიც ამ ეტაპზე ლიდერობენ.

პროექტი ოქტომბერში დაიწყო და ხმის მიცემა 4 თვეა მიმდინარეობს. საზოგადოების ჩართულობა პროექტში საკმაოდ მაღალია. ონლაინ რეჟიმში ღვინის ონლაინმაღაზიის ვებგვერდზე „allwine.ge"113 000-ზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა საკუთარ რჩეულს. პარალელურად, კომპანიამ მოაწყო არაერთი ღონისძიება,
სადაც ღვინის ბრმა დეგუსტაცია მიმდინარეობდა და მისული სტუმრები დაგემოვნების შედეგად შერჩეულ ღვინოს ისე აძლევდნენ ხმას, რომ არ იცოდნენ, რომელი სახეობა იყო.

15 ოქტომბერს "ქართული ღვინის ფესტივალზე" პირველი ბრმა დეგუსტაცია გაიმართა. აღნიშნულ ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 40-მდე ქართველი მწარმოებელი, რომლებმაც 1 თეთრი და 1 წითელი ღვინო წარადგინეს. საერთო ჯამში 80-მდე სახეობის ღვინის ბრმა დეგუსტაციის საფუძველზე სახალხო ხმის მიცემა წარმოებდა.

ანალოგიური ბრმა დეგუსტაციები კიდევ რამდენჯერმე მოეწყო როგორც სხვადასხვა ფესტივალზე, ასევე საზოგადოებრივ ადგილებში და ღვინის მაღაზია allwine-ის სადეგუსტაციო კუთხეებში.

"მოხარული ვარ, რომ პროექტში ამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ჩვენ მართლაც ხალხის რჩეული ღვინის სახეობების გამოვლენა შევძელით. სამ მათგან უკვე ვასაჯაროვეთ, რადგან ისინი უპირობო ლიდერები არიან. მოგვიანებით დანარჩენ 7 სახეობასაც გამოვავლენთ და დაიწყება პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც საუკეთესო მეღვინეების გამოვლენას გულისხმობს. ჩვენი საბოლოო მიზანი ქართული ღვინის ცნობადობისა და პოპულარობის გაზრდაა. ეს არ არის მხოლოდ ლოკალური და ქართველ მომხმარებელზე გათვლილი პროქტი. შერჩეული 10 ღვინო საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდება და უცხოელი ვიზიტორებისთვის საუკეთესო სასაჩუქრე კრებული იქნება," - განმარტავს პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი საამიშვილი.

რჩეული ღვინოები განსაკუთრებული შეფუთვით გაიყიდება მრავალ წერტილში და მათ შორის, აეროპორტშიც. ის გახდება საუკეთესო საჩუქარი როგორც ქართველებისთვის, ისე უცხოელებისთვის. ტურისტებისთვის ეს დიდი შესაძლებლობა იქნება, რომ მარტივად აღმოაჩინონ საუკეთესო ქართული ღვინოები და დარწმუნდნენ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოს ტიტულს ნამდვილად იმსახურებს.

ღვინის შემდეგი დეგუსტაცია გუდაურშია დაგეგმილი. მასში მონაწილეობა, ასევე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია.



17:25 / 12-01-2018
dato
0
პირველ ადგილზე ხვანჭკარაა ...
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
საერთო ჯამში მასში 250 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხმის მიცემა ეხლაც გრძელდება.
"ეძიე და მოყევი ღვინოს" - "თელიანი ველის" ახალი კამპანია
სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო 23 სახეობის ღვინო
ციცქა-ცოლიკაურს დავასახელებ. მე ორივეს ერთად ოცხანური საფერის ჭაჭაზე ვაყენებ
პროექტს "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ" პალიტრა მედია განახორციელებს
ფესტივალი მათთვის, ვისაც ქართული ღვინისა და მისი ისტორიის უკეთ გაცნობის სურვილი აქვს!
ეკალა მხალი დასავლეთ საქართველოს კულინარიული შედევრია, რომელსაც თანაბრად კარგად ამზადებენ
თუკი ღვინო ალუბლისფერია და იასამნისფერი შეფერილობაც აქვს, ე.ი. ღვინო ახალგაზრდაა
ღვინის კომპანიები ფალსიფიკაციის გაზრდილ საშიშროებაზე საუბრობენ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
18:15 / 20-01-2018  Image "მე გადავრჩი, მაგრამ ბევრი არ გადარჩენილა ზუსტად მაგ გზაზე..." - რას წერს რუსთავის გზატკეცილზე ავარიაში მოყოლილი გოგონა
"რატომ გვწირავთ?! სად არის გამაფრთხილებელი ნიშანი?!"
14:10 / 20-01-2018  Image საბა სამუშიამ ოთხი ადამიანი დაჭრა - პროკურატურა რესტორან "აღაში" მომხდარ ფაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა სამუშიამ სამი ადამიანი დაჭრა
15:30 / 20-01-2018  Image სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა
ჯვრისწერის სერტიფიკატი პაპის თანმხლებმა კარდინალმა იქვე გააფორმა
19:43 / 19-01-2018  Image "გერმანულ ბანკში ვმუშაობ... სამუშაოს დასრულების შემდეგ სიმღერაზე გავრბივარ" - ქართველი გოგონას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში
"ჭეშ­მა­რი­ტი გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემ გვერ­დით"
15:07 / 20-01-2018  Image არასამთავრობოები "ბასიანის საქმეზე" - "...საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი"
აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49