"სიყვარული დაფრინავს" - ქეთა თოფურიას და რეპერი გუფის პროვოკაცია "ინსტაგრამის" ფოტოებით

"სიყვარული დაფრინავს" - ქეთა თოფურიას და რეპერი გუფის პროვოკაცია "ინსტაგრამის" ფოტოებით

რეპერმა გუფმა და ქეთა თოფურიამ "ინსტაგრამზე" ერთსა და იმავე დროს განათავსეს სელფები. მათ ფოტოებში ერთი და იგივე პეიზაჟები ჩანს ჰორიზონტზე.

თოფურიამ ფოტოს აღწერაში დაწერა Puzzle, სელფების შეერთებით კი ადვილად მისახვედრია, რომ ერთად ისვენებენ. რეპერმა კი ინსტაგრამის პირად გვერდზე ასე დაასათაურა ფოტო: Love is in the Air (სიყვარული დაფრინავს).

ქეთასა და გუფის რომანის შესახებ ინფორმაცია 2017 წლის იანვარში გავრცელდა, როდესაც ისინი ტაილანდში ერთად შენიშნეს. იმ დროისთვის თოფურია ჯერ კიდევ დაქორწინებული იყო. ქეთამ და გუფმა განაცხადეს, რომ მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდათ.

თუმცა, წლის განმავლობაში მედიამ არაერთხელ დაწერა, რომ მათ რომანი ჰქონდათ. ჟურნალისტების ინფორმაციით, ქეთამ უკვე გააცნო რეპერი საკუთარ ოჯახის წევრებს. წყვილს ხშირად ხედავენ ერთად კაფეში "ხაჭაპური", მოსკოვის ცენტრში.

ქეთა დაქორწინებული იყო ბიზნესმენ ლევ გეიხმანზე, მათ საერთო შვილი ჰყავთ, ოლივია. შვილი ჰყავს გუფსაც, რომელიც მის ყოფილ ცოლთან - აიზა ანოხინასთან ცხოვრობს.

წყარო life.ru

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება