"რუსთავი 2"-ის ეთერში კახა ცისკარიძემ ჟურნალში დაბეჭდილ ინტერვიუში მოყვანილი ფრაზები საერთოდ უარყო და მეტიც, დამაჯერებლად გაიმეორა, რომ ინტერვიუს განმავლობაში "რუსთავი 2" საერთოდ არ უხსენებია და ჟურნალისტთან მხოლოდ საკუთარ პროექტზე ისაუბრა.
"რეიტინგის" რედაქცია არ ეთანხმება ცისკარიძის მოსაზრებას და პალიტრაTV-ს მიაწოდა მისი ინტერვიუს აუდიოჩანაწერის ნაწილი, სადაც ცისკარიძე სწორედ იმ თემებზე საუბრობს, რომლებიც 10 იანვრის "კურიერის" ეთერში უარყო.
გთავაზობთ ვიდეოკოლაჟს, რომელშიც წარმოდგენილია ამონარიდები "რუსთავი-2"-ის სიუჟეტიდან და ცისკარიძესთან ინტერვიუს აუდიოჩანაწერი.
ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ 10 იანვრის "რეიტინგში".