ბერძენი რეჟისორი თეო ანგელოპულოსი ავარიაში დაიღუპა

ბერძენი რეჟისორი თეო ანგელოპულოსი ავარიაში დაიღუპა

ცნობილი ბერძენი კინორეჟისორი, თეო ანგელოპულოსი ავარიის შედეგად მიღებული ტრავმებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ანგელოპულოსს მოტოციკლი დაეჯახა და კრიტიკულ მდგომარეობაში ათენის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად, რეჟისორი სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით დაიღუპა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ კერაცინში მოხდა. ანგელოპულოსი თავისი ფილმის "სხვა ზღვის" გადასაღებ მოედანზე მიიჩქაროდა, როცა მას მოტოციკლი დაეჯახა. ეს ფილმი მისი ტრილოგიის ბოლო ნაწილი უნდა გამხდარიყო.

თვითმხილველები იხსენებენ, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა შემთხვევის ადგილზე 45 წუთის დაგვიანებით მივიდა. გადამღებმა ჯგუფმა ჯანდაცვის მინისტრთან დარეკა, რათა მას შემთხვევის ადგილზე დამხმარე ბრიგადის მისვლა დაეჩქარებინა. თვითმხილველთა თქმით, ძლიერი დარტყმის მიუხედავად, ანგელოპულოსს გონება არ დაუკარგავს და ცნობიერება ბოლომდე შეინარჩუნა.

რეჟისორმა პირველი ფილმი 1968 წელს გადაიღო. მისი ნამუშევრები 6-ჯერ მოხვდა კანის კინოფესტივალის ძირითად პროგრამაში. მიღებული აქვს ”ოქროს პალმის რტო”, ”ოქროს ლომი” და საერთაშორისო ფესტივალების მრავალი პრიზი.

მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება