ყველაზე სექსუალური ჯაშუშები

ყველაზე სექსუალური ჯაშუშები

კინოს სამყაროში უამრავი ჯაშუშის სახე შეიქმნა და კიდევ შეიქმნება. თუმცა მათ შორის არიან განსაკუთრებულად მომხიბვლელნი და სექსუალურები. თქვენ წინაშე ის ექვსი ვარსკვლავია, რომლებსაც უწოდეს "ჯაშუშები, რომელთაც ქალები ყველაზე მეტად მოხიბლეს".

ბრედ პიტი - მისტერ სმიტი

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც უამრავმა ხალხმა უყურა ფილმს "მისტერ და მისის სმიტები", ის იყო, რომ სურდათ დაენახათ, რეალური გახლდათ თუ არა ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ეკრანული სიყვარული. სმიტების წყვილმა მათ იმედი არ გაუცრუა, სექსუალური სახეებიც შექმნა, ფილმის შემდეგ დაოჯახდა კიდეც და ბრედიც აღმოჩნდა სექსუალურ ჯაშუშ მამაკაცთა რიგში.

ტომ კრუზის "შეუსრულებელი მისია"

საიენტოლოგიით გატაცებული ახლანდელი ტომ კრუზის დანახვაზე შეიძლება დაგ­ავიწყდეს კიდეც, რომ ის ერთ დროს ქალების გულთამპყრობელი იყო და 1996 წელს სექსუალური ჯაშუში განასახიერა "შეუსრულებელ მისიაში". ამ სურათში ტომი შესანიშნავ ილეთებს ასრულებდა და შავ ტყავის ქურთუკში გამოწყობილი დიდ ეფექტს ახდენდა. სხვათა შორის, ტომმა ჯაშუშის როლი ახალ პროექტში - "დღის რაინდშიც" განასახიერა.

მეტ დეიმონი "ბორნის იდენტიფიკაციაში"

მეტ დეიმონმა მეტად საინტერესო ჯაშუში განასახიერა - ჯეისონ ბორნი - ფილმში "ბორნის იდენტიფიკაცია" და ასევე მის გაგრძელებებში. ამნეზიით გატანჯული დეიმონი ცდილობს საკუთარი თავი იპოვოს, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო კი მის მოკვლას გეგმავს. მეტმა კლასიკური ჯაშუში პლეიბოის სტერეოტიპი დაარღვია და თავისი საყვარელი ქალის ერთგული, სერიოზული გმირი შექმნა.

პირს ბროსნანი - ისევ ბონდი

ძნელი დასადგენია, ვინ არის ყველაზე სექსუალური ჯეიმს ბონდი, რადგან ვერც შონ კონერის, ვერც პირს ბროსნანს, ტიმოთი დალტონს თუ სხვებს დაუკარგავ ეშხს. თუმცა ბონდიანას ხსენებაზე ქალებს მაინც, პირველ რიგში, პირს ბროსნანი ახსენდებათ, მისი ბრიტანული აქცენტით, რაინდული მანერებითა და ოდნავ ცინიკური ჩაცინებით.

ჯორჯ კლუნი "ამერიკელში"

ქალების უსაყვარლესი ჯაშუში, რასაკვირველია, ჯორჯ კლუნია, რომელმაც დაქირავებული მკვლელი განასახიერა ფილმში "ამერიკელი". ეს ფილმი ბონდიანას თამამად უწევს კონკურენციას. კლუნის გმირი თავისი პროფესიის მიტოვებას ცდილობს. ქარიზმატული ჯორჯი მართლაც შესანიშნავად გამოიყურება და იოლად ახერხებს ქალი მაყურებლების მოხიბვლას.

დენიელ კრეიგის ჯეიმს ბონდი

ბონდის საგას დენიელ კრეიგმა ახალი ელფერი შესძინა ფილმით "კაზინო როიალი". ის ოდნავ უფრო დახვეწილი იყო, ვიდრე წინამორბედი ბონდები და მისი ცისფერი თვალების გამო მაყურებელი არც ისე კარგად შერჩეულ ზოგიერთ რეპლიკასაც პატიობდა. მან შეძლო მგრძნობიარე "ცუდი ბიჭის" როლის შექმნა. ოდნავ მოულოდნელად, თუმცა საკმაოდ საინტერესოდ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება