ემბერ როუზი ორსულადაა

ემბერ როუზი ორსულადაა

მოდელი ემბერ როუზი ორსულადაა. ამის შესახებ ცნობილი MTV VMA-ს დაჯილდოებაზე გახდა, სადაც ემბერი საქმროსთან, რეპერ ჰალიფასთან ერთად მივიდა.

ვარსკვლავს შავი, ელეგატური მჭიდრო კაბა ეცვა, რომელშიც მუცელი შესამჩნევად ეტყობოდა. 28 წლის მოდელი გამომწვევ და თამამ სამოსს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა ორსულობამ ემბერის სტილიც შეცვალა.

ვარსკვლავს ხელზე საქმროს ნაჩუქარი ბრილიანტის ბეჭედი ეკეთა. წყვილი ძალიან ბედნიერი ჩანდა. ჰალიფას მთელი საღამო საცოლის მუცლიდან ხელი არ მოუშორებია.

ემბერი და ჰალიფა 2012 წლის 2 მარტს, რამდენიმეთვიანი ურთიერთობის შემდეგ დაინიშნენ. ადრე ემბერ როუზი ცნობილ რეპერს, კენი ვესტს ხვდებოდა. მოდელის განცხადებით, მასსა და კენის შორის სომხური წარმოშობის ტელევარსკვლავი, კიმ კარდაშიანი ჩადგა.

"კიმი გამუდმებით წერდა და ურეკავდა კენის ჩვენი ერთად ყოფნის დროს. თავის ეროტიკულ ფოტოებს უგზავნიდა. დიახ, მისი ბრალია, რომ ჩვენ დავშორდით, მაგრამ მე კიმს მადლობა უნდა ვუთხრა. სხვა შემთხვევაში, ჩემს ერთადერთ სიყვარულს ვერ შევხვდებოდი", - ამბობდა როუზი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ: ემბერ როუზის სექსუალური ფოტოსესია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება