რასელ ბრენდი: ”მილა კუნისმა უარი მაკოლეი კალკინის გამო მითხრა”

რასელ ბრენდი: ”მილა კუნისმა უარი მაკოლეი კალკინის გამო მითხრა”

ბრიტანელმა კომიკოსმა და კეტი პერის ყოფილმა მეუღლე რასელ ბრენდმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ 2008 წელს მსახიობ მილა კუნისის გულის მოგებას ცდილობდა.

"ის არაჩვეულებრივია! მე განგმირული ვიყავი მილას სილამაზით და ვცდილობდი მისთვის მესიამოვნებინა. ერთხელ ვკითხე, ჰყავდა თუ არა მეგობარი მამაკაცი. ძალიან მეტკინა გული, როდესაც მიპასუხა, რომ მას მაკი ჰქვია და ხვალ მოვაო. მეორე დღეს გავოცდი, როდესაც გადასაღებ მოედანზე მაკოლეი კალკინი დავინახე! ის პატარა ბიჭი ფილმიდან "მარტო სახლში". შეუძლებლად მიმაჩნდა, რომ ასეთი ლამაზი ქალი მას ეკუთვნოდა. მაგრამ ეს ასე იყო. მილამ მე უარმყო მაკოლეის გამო",- აღნიშნა რასელ ბრენდმა.

ახლა მილა კუნისი მსახიობ ეშტონ კატჩერს ხვდება. წყვილი დაქორწინებასაც აპირებს და გავრცელებული ინფორმაციით, თაფლობის თვეს ვარსკვლავები კოსმოსში გაატარებენ.

მომზადებულია 7days.ru-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება