ნიკა გრიგოლია და ილიკო სუხიშვილი მოტოციკლის "აცეკვებას" აპირებენ

ნიკა გრიგოლია და ილიკო სუხიშვილი მოტოციკლის "აცეკვებას" აპირებენ

აგვისტოს ბოლოს საქართველოში მოტოფესტივალი გაიმართება, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული ცნობილი ქართველი ბაიკერები: ნიკა გრიგოლია, ილიკო სუხიშვილი და გია სამყურაშვილი. ისინი ევროპის მოტოკლუბებთან აწარმოებენ მოლაპარაკებას, 23-25 აგვისტოს საქართველოში 500-ზე მეტი ბაიკერი, მოტომოყვარული თუ მოტოტურისტი მოიყრის თავს. ზოგი საკუთარი მოტოციკლით ჩამოვა, ზოგი თვითმფრინავით, ზოგიც საკუთარი ავტომანქანით, ზოგიერთს ოჯახის წევრებიც მოჰყავს.

როგორც ნიკა გრიგოლიამ "ამბები.გე"-სთან აღნიშნა, ადამინები დიდ ინტერესს იჩენენ  ფესტივალის მიმართ და არ უნდა, რომ მათ მოლოდინი გაუწბილოს, ამიტომ მონდომებულები მუშაობენ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს.

ნიკა გრიგოლია:

- განსაკუთრებულ დაინტერესებას საერთაშორისო მოტოკლუბი "როლინგ ანარხი" იჩენს. სწორედ ამ კლუბის წევრები არიან ილიკო სუხიშვილი და გია სამყურაშვილი და მათი წყალობით საქართველოში ბევრი სერიოზული ადამიანი ჩამოვა.

- რაკი ილიკო სუხიშვილია ამ ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ცხადია ფესტივალზე "სუხისვილებიც" იცეკვებენ?

- რა თქმა უნდა, ქართული ცეკვის გარეშე ნამდვილად არ ჩაივლის ეს ფესტივალი. შოუს წამყვანი მე ვიქნები, მოკლედ, მაგარი დღეები გველის წინ.

- ე.ი. ილიკო სუხიშვილი ახლა მოტოს აცეკვებასაც აპირებს, არა…

- დიახ ასეა...

- და ბაიკერობას, როგორც გატყობ, არც შენ ეშვები...

- ეს არის საქმე, რომლის გარეშეც ცხოვრება არ შემიძლია... მას მერე, რაც ბავშვობაში ორთვლიანი ველოსიპედის მართვა ვისწავლე, მოტომაც მიმიზიდა, მალე ის ჩემი სერიოზული გატაცება (თუ მთლიანად ცხოვრება არა) გახდა... მოკლედ, მოტომ მიმიზიდა, დავჯექი, მომეწონა, სურვილი გამიჩნდა, რომ საკუთარი მოტოც მქონოდა და ვიყიდე კიდეც...

- თუმცა ბაიკერობამ არაერთ ხიფათს გადაგყარა. ბევრჯერ ხარ დამტვრეული...

- კი, ამის გარეშეც შეუძლებელია ბაიკერის ცხოვრება, მაგრამ ამ ყველაფერს რომ ვაკვირდები, უდიდეს თავისუფლებას მანიჭებს. როდესაც მოტოს ვმართავ, სადაც არ უნდა ვიყო, ტყეში, მთაში, ტრასაზე, ყველგან ვხვდები, რომ საოცრად თავისუფალი ვარ, რასაც თან უდიდესი ადრენალინიც ახლავს.

- "ფეისბუქზე" შენ მიერ განთავსებული ერთ-ერთი მოტოს ფოტოზე წერ: "ეს არის ის, რისთვისაც მე მოვევლინე ამ ქვეყანას"...

- კი, ეგ მეგობრის მოტოა, რომელსაც ხანდახან მეც ვმართავ ხოლმე. თვითონ კი "კატეენი" მყავს... მაგრამ ბოლო დროს რაღაც ძველი მოტოებისკენ მაქვს ლტოლვა, ძველი "ჯართი", რკინა მომწონს.

- ისე, ბევრი ბაიკერი ჩივის, რომ ქალაქში ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები სახიფათო სიტუაციებს უქმნიან...

- ეს პრობლემა არა მარტო თბილისში, ნებისმიერ დიდ ქალაქშია. ამიტომ აქაც ჭირს მოტოთი მოძრაობა, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს საქმე, ჩემთვის მოტო უდიდესი სიამოვნება, ადრენალინი და თავისუფლებაა!

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება