დაბ­რუნ­დე­ბა თუ არა ჯიბღ­აშ­ვი­ლი "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში"

დაბ­რუნ­დე­ბა თუ არა ჯიბღ­აშ­ვი­ლი "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში"

"ფსი­ქოს" სტუ­მა­რი მსა­ხი­ო­ბი და თბი­ლის­ში ცნო­ბი­ლი "გულ­თამპ­ყრო­ბე­ლი" ლე­ვან ჯიბღ­აშ­ვი­ლი­ა. სე­რი­ალ "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან" მი­სი გაქ­რო­ბის შემ­დეგ მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან მო­ა­ნატ­რა თა­ვი. რო­გორც ამ­ბობს, ალ­ბათ, მა­ლე შეძ­ლებს თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის გა­ხა­რე­ბას.

- ლე­ვან, გეტყ­ო­ბა, უკ­ვე მო­ას­წა­რი დას­ვე­ნე­ბა.

- კი. ბა­თუმ­ში ვი­ყა­ვი მე­გობ­რებ­თან ერ­თად. მა­ლე თურ­ქეთ­ში ან ოდე­სა­ში ვა­პი­რებ გამ­გზავ­რე­ბას, რა თქმა უნ­და, მე­გობ­რებ­თან ერ­თად.

- შენს კა­რი­ე­რა­ში რა ხდე­ბა, ბო­ლო დროს რო­ლე­ბით აღარ ანე­ბივ­რებ მა­ყუ­რე­ბელს.

- ამ­ჯე­რად არა­ფე­რი ხდე­ბა, თუმ­ცა ორ პრო­ექ­ტზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მი­დის. ერ­თი ფილ­მი­ა, მე­ო­რე კი სე­რი­ა­ლი, მაგ­რამ სა­ნამ სა­ბო­ლო­ოდ არ გა­დაწყ­დე­ბა, ვე­რა­ფერს ვიტყ­ვი.

- ქარ­თუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი­ა?

- დი­ახ, ქარ­თუ­ლია ფილ­მიც და სე­რი­ა­ლიც.

- სე­რი­ალ "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ერთ სე­რი­ა­ში ეპი­ზო­დუ­რად ისევ გა­მოჩ­ნდი, ხომ არ იგეგ­მე­ბა შე­ნი დაბ­რუ­ნე­ბა?

- ამ სე­რი­ა­ლის სე­ზო­ნი ახ­ლა დას­რულ­და. მო­მა­ვალ სე­ზონ­ში კი ვნა­ხოთ, რა მოხ­დე­ბა. ძა­ლი­ან კარგ კო­ლექ­ტივ­ში ვმუ­შა­ობ­დი და სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვაგ­რძე­ლებ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, თუ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იქ­ნე­ბა.

- მსა­ხი­ო­ბებ­ში კერ­პი თუ გყავს?

- ჩე­მი კერპია ალ პა­ჩი­ნო. ძა­ლი­ან მომ­წონს ჯო­ნი დე­პი, ის გარ­და­სახ­ვის ოს­ტა­ტი­ა, მომ­წონს ასე­ვე ლე­ო­ნარ­დო დი კაპ­რი­ოს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბიც, მაგ­რამ მე არც ერ­თი მათ­გა­ნი არ ვარ...

- ვის მი­იჩ­ნევ ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლურ და მიმ­ზიდ­ველ ქა­ლად?

- მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩი­სა და ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის. თურ­მე პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, და­ახ­ლო­ე­ბით, 6-7 წლის, ჩე­მი სა­ოც­ნე­ბო ქა­ლი შე­რონ სტო­უ­ნი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ მე არ მახ­სოვს. მთე­ლი ბავ­შვო­ბა ამ ქალ­ზე ვგიჟ­დე­ბო­დი.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ ან­ჯე­ლი­ნა და შე­რო­ნი შე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის ერ­თმა­ნეთს დუ­ელ­ში იწ­ვე­ვენ, რა რე­აქ­ცია გექ­ნე­ბა?

- აუ­უ, ძა­ან ძნე­ლი­ა... ჩე­მი რე­აქ­ცია ის იქ­ნე­ბა, რომ ასეთ ლა­მაზ ქა­ლებს ერ­თმა­ნეთს არ და­ვა­ხო­ცი­ნებ (ი­ცი­ნის).

- რო­მან­ტი­კუ­ლი თუ ხარ?

- კი, რო­მან­ტი­კუ­ლი ვარ, რო­გორც სხვე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კუ­ლი ვარ.

- თუ შე­გიძ­ლია გა­იხ­სე­ნო, რა გა­გი­კე­თე­ბია ქა­ლის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი?

- ნამ­დვი­ლად გა­მი­კე­თე­ბი­ა, მაგ­რამ რა გა­ვა­კე­თე, ამის თქმა არ არის სა­ჭი­რო, უხერ­ხუ­ლია.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ?

- ეს ძა­ლი­ან პი­რა­დუ­ლი­ა. სჯობს, ისე იყოს, რო­გორც არის.

- ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭერ კლიპ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებ­დი?

- შე­მომ­თა­ვა­ზეს, მაგ­რამ უა­რი ვთქვი, თუმ­ცა ეს უა­რი არ ყო­ფი­ლა პი­როვ­ნუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო. ზო­გა­დად ყვე­ლამ იცის, რომ მე პო­ლი­ტი­კის­გან ძა­ლი­ან შორს ვარ და ვერც ვე­რა­ვის გა­ვუ­წევ პო­ლი­ტი­კურ მხარ­და­ჭე­რას. ამა­ზე მხო­ლოდ იმი­ტომ ვთქვი უა­რი, რომ არ მინ­და ჩე­მი სა­ხე­ლი პო­ლი­ტი­კას­თან ასო­ცირ­დე­ბო­დეს.

- პრე­ზი­დენ­ტი რომ იყო, ვის აჩუ­ქებ­დი ძვირ­ფას სა­ჩუ­ქარს?

- პრე­ზი­დენ­ტი რომ ვი­ყო, ძვირ­ფას სა­ჩუქ­რებს, რა თქმა უნ­და, ჩემს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს ვა­ჩუ­ქებ­დი.

- სო­ფო ნი­ჟა­რა­ძემ რომ სე­რენა­და გიმ­ღე­როს, რა რე­აქ­ცია გექ­ნე­ბა?

- ახ­ლა ნუ გა­დახ­ვე­დი პო­ლი­ტი­კურ თე­მებ­ზე...

- სო­ფო ნი­ჟა­რა­ძე პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მა­ა?

- არა, უბ­რა­ლოდ, უკ­ვე ბევ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კითხ­ვა და­მის­ვი (ი­ცი­ნის).

- მა­შინ, შე­ნი უახ­ლო­ე­სი გეგ­მე­ბი გაგ­ვან­დე.

- უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ვგეგ­მავ ჩე­მი ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბას, უკ­ვე დაწყ­ე­ბუ­ლია ამა­ზე მუ­შა­ო­ბა. ვხსნი ბავ­შვთა ცენ­ტრის ფი­ლი­ალს. ასე რომ, ძა­ლი­ან ბევრს ვმუ­შა­ობ.

მაკა ქობალია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება