ათლეტური აღნაგობა - ჯაბა ქარსელაძის ახალი, ევროპული იმიჯი

ათლეტური აღნაგობა - ჯაბა ქარსელაძის ახალი, ევროპული იმიჯი

ფინანსისტი და მომღერალი ჯაბა ქარსელაძე უკვე წლებია საქართველოში არ იმყოფება. ის ევროპაში ცხოვრობს, კერძოდ, პრაღაში.

მისი "ფეისბუქის" გვერდზე განთავსებული ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჯაბა საკმაოდ არის შეცვლილი, მას შეიძლება იქვას, რომ ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცის იმიჯი შეუძენია.

თუ რა გახდა მისი ქვეყნიდან წასვლის მიზეზი და რას საქმიანობს იგი უცხოეთში? - ამის გასარკვევად, "ამბები.გე" მას პრაღაში დაუკავშირდა.

- ჯაბა, მოგესალმები. როგორ ხარ?

- მადლობა, მოკითხვისთვის. არა მიშავს.

- როგორც მახსოვს, საქართველოდან 2010 წელს წახვედი და მას მერე უცხოეთში ხარ...

- კი, 2010 წელს, სწავლის გასაგრძელებლად, მონაკოში გავემგზავრე. იმის მერე ვცხოვრობ ევროპაში, ამჟამად კი პრაღაში ვარ.

- არადა, აქ სერიოზული გეგმები გქონდა: ერთ-ერთ დიდ კომპანიაში მუშაობდი და პარალელურად, უმაღლეს სასწავლებელში ლექციებს კითხულობდი.

- გეთანხმებით, იმ პერიოდში, როცა საქართველოში ვცხოვრობდი, დიდი გეგმები მქონდა და უნდა ვაღიარო, რომ წარმატებულადაც ვართმევდი თავს ჩემს მოვალეობებს როგორც დიდ კომპანიაში, როგორც მთავარი ფინანსური ანალიტიკოსი და ასევე 3 წლის განმავლობაში წარმატებული უმაღლესი სასწავლებლის "კავკასიის ბიზნესსკოლის" ერთ-ერთი წამყვანი ლექტორი გახლდით, ლექციებს ფინანსებსა და ბუღალტერიაში ვკითხულობდი, მაგრამ ევროპაში წამოსვლამ და აქ ცხოვრებამ ეს ყველაფერი დამათმობინა. რაღაც მომენტში, რა თქმა უნდა, ის დრო ძალიან მენატრება, მაგრამ ყოველთვის უკეთესი მომავლის იმედით ვცხოვრობ და ამიტომ წარსულს არასოდეს მივტირი.

- მანდ, რას აკეთებ? შენი პროფესიით საქმიანობ?

- დიახ, ამჟამადაც პრაღაში ერთი პროექტის ფარგლებში ვმუშაობ. მანამადე საფრანგეთში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი.

- როგორია დამოუკიდებლად, ოჯახის გარეშე ცხოვრება? რას მიხვდი?

- რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად ცხოვრებას აქვს თავისი პლუსი და მინუსიც, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ამან ძალიან შემცვალა, პიროვნულად გამზარდა და ის თვისებები შემძინა, რაც აქამდე არ გამაჩნდა. აქვე მინდა, ავღნიშნო, დამოუკიდებლად ცხოვრებას ყველაზე ცუდი ის აქვს, რომ მას ეჩვევი და მერე უკვე რთული წარმოსადგენი ხდება დაბრუნება ჩვეულ, ოჯახურ გარემოში.

- გარეგნულად ძალიან შეცვლილი ჩანხარ,  ათლეტური ტანი დაგიყენებია. ეს ვარჯიშის შედეგად შეძელი?

- კი ვვარჯიშობ, ოღონდ, ამ ყველაფერს უდიდესი შრომა სჭირდება, ისევე როგორც ნებისმიერ საქმეს. საერთოდ, თუ არ იშრომე, კარგ შედეგს ვერაფერში მიიღებ. ამიტომ, რაც უნდა დაკავებული ვიყო, ყოველთვის ვახერხებ, ვიპოვო დღეში 2-3 საათი თუნდაც გვიან, საღამოს საათებში და ვივარჯიშო, რათა მუდამ ტონუსში ვიყო. ჩემი ასეთი პოზიცია კი უპირველესად სხეულის გაკაჟების საუკეთესო საშუალებაა და ჯანმრთელობის საწინდარია.

- ისეთი სხეული გაქვს, რომ მგონი, პოდიუმზე ან რომელიმე პოპულარული ჟურნალისთვისაც იპოზიერებ, არა?

- რატომაც არა?! მართალია, პოდიუმი არასდროს მხიბლავდა, მაგრამ ფოტოგადაღებები იმდენად მიყვარს და მსიამოვნებს, რომ ყოველთვის მზად ვიყავი და ვარ, მონაწილეობა მივიღო მათში, მით უმეტეს, როცა უკვე თამამად შემიძლია, ნებისმიერ ადგილას, სადაც საჭიროება მოითხოვს ვიყო.

- ამ მიმართულებით რამეს ხომ არ აპირებ?

- სხვათა შორის, რაც ინტერნეტში და "ფეისბუქზე" ჩემი ახალი ფოტები, ახალი იმიჯით გავავრცელე, მას შემდეგ სამი დიდი წარმატებული ჩეხური სამოდელო სააგენტო დამიკავშირდა და კონტრაქტი შემომთავაზეს. ასე რომ, ჰობის დონეზე შეიძლება ჩავერთო ამ საქმეში. სანამ ჯერ კიდევ ასაკი ხელს მიწყობს, ძალებს მოვსინჯავ ფოტო-სამოდელო ბიზნესში, როგორც ფიტნესსმოდელი.

- საქართველოში შენ გარშემო სულ რაღაც ხმაური იყო, მუდმივად რაღაც სკანალებში ეხვეოდი. იქ როგორ ცხოვრობ? იქაც ხმაურია შენ გარშემო?

- როდესაც ადამიანი პოპულარული ხარ და გიწევს შოუბიზნესში საქმიანობა, სკანდალი, ჭორი და მსგავსი სიტუაციები გარდაუვალია. მაგრამ, არასოდეს ყოფილა ჩემი თვითმიზანი, რომ ამ გზით კარიერა ამეწყო და პოპულარობისთვის მიმეღწია.

იმ საქმეს, რასაც დღეს ვემსახურები, მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმი და შრომა სჭირდება. მხოლოდ ამ გზით შეგიძლია, მიაღწიო შედეგს და არა სკანდალურობით. ამდენად, ეს თემა ამ ეტაპზე, ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია და თავსაც გაცილებით კომფორტულად ვგრძნობ.

- მართლია, ამბობ, რომ პროფესიით ფინანსისტი ვარ და სიმღერა ჩემი ჰობიაო, მაგრამ ხალხმა შოუბიზნესიდან გაგიცნო. პრაღაში ამ მიმრათულებით რას აკეთებ?

- როდესაც საზოგადოებამ გამიცნო, მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი და ამდენად ლოგიკურია, რომ როგორც ფინანსისტსა და ეკონომისტს ვერ გამიცნობდა. მაშინ პროფესია ჯერ კიდევ არ მქონდა არჩეული. სიმღერის სიყვარული კი ბავშობიდან მომყვება. ის ყოველთვის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, არის და იქნება. უბრალოდ, ჩემი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, სიმღერამ მეორე პლანზე გადაინაცვლა, თუმცა მისთვის თავი არასოდეს დამინებებია და არც ვაპირებ, რომ დავანებო. რაღაც დოზით, ყოველთვის ჩართული ვარ შემოქმედებით პროცესში, ასევე ჩაფიქრებული მაქვს ახალი პროექტი, რომელზედაც უკვე დაწყებული მაქვს მუშაობა და ვფიქრობ, რომ მუსიკალურ კარიერაში საზოგადოებისთვის საკმაოდ მოულოდნელ ნაბიჯს გადავდგამ.

- პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი... რა სიახლეებია?

- ჩემს პირად ცხოვრებაში მუდმივად სიახლეებია, რადგანაც ის იმდენად მრავალფეროვანია და მოულოდნელობებით სავსე, რომ არ მაქვს სურვილი, ვინმეს გაუზიარო კონკრეტულად რა ხდება, რადგანაც ის მხოლოდ ჩემია და ამიტომაც ჰქვია პირადი. როცა მოვა დრო, თვითონ ვიტყვი, თუ ეს საჭირო გახდება.

- რას აპირებ? რა გეგმები გაქვს?

- მინდა, რომ ჩემი ცხოვრება დღითი დღე უკეთესობისკენ შეიცვალოს. ყველა ჩემი მიზანი და ჩანაფიქრი, რაც გამაჩნია, უახლოეს მომვალში განვახორციელო. ჯერჯერობით ევროპაში ყოფნას ვაპირებ და აქ მეტი წარმატებისა და აღიარების მოპოვებას. თუ მომავლში დავინახავ, რომ ჩემს ქვეყანას ვჭირდები, აუცილებლად დავბრუნდები და გავუზიარებ ჩემს ევროპულ გამოცდილებასა და თანამედროვე ხედვას, თუ არადა, უფრო მეტად ვიბრძოლებ, რათა დავიპყრო დიდი მწვერვალები, რომ სიცოცხლე იყოს კიდევ უფრო საინტერესო და არამოსაბეზრებელი.

იხილეთ ფოტოგალერეა

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე" - სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება