გვან­ცა ბაგ­რა­ტი­ო­ნი - "ბე­რას გა­მო შეყ­ვა­რე­ბულ­საც მი­ვა­ტო­ვებ და ქმარ­საც"

გვან­ცა ბაგ­რა­ტი­ო­ნი - "ბე­რას გა­მო შეყ­ვა­რე­ბულ­საც მი­ვა­ტო­ვებ და ქმარ­საც"

რე­პე­რი გვან­ცა ბაგ­რა­ტი­ო­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ 2 წლის წინ ბე­რა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თაყ­ვა­ნის­მცე­მ­ლის სტა­ტუ­სით გა­იც­ნო. გვან­ცამ ბე­რას ლექ­სი მი­უძღ­ვნა და თა­ვის მი­ერ შექ­მნი­ლი პორ­ტრე­ტიც აჩუ­ქა.

- გვან­ცა, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ბე­რა ივა­ნიშ­ვი­ლის თაყ­ვა­ნის­მცე­მ­ლის სტა­ტუ­სით გა­გიც­ნო. დღემ­დე მის თაყ­ვა­ნის­მცე­მ­ლად რჩე­ბი?

- სიტყ­ვე­ბი - "თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი" და "ფა­ნი" - არ მიყ­ვარს. მე მხოლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის ფა­ნი ვარ. ბე­რას ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ, ვუს­მენ მის სიმ­ღე­რებს, თვალს ვა­დევ­ნებ მის შე­მოქ­მე­დე­ბას. წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ ამე­რი­კა­ში, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში ნი­ჭი­ერ ადა­მი­ანს გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა არ აქვს. აქ მხო­ლოდ ლან­ძღვა-­გი­ნე­ბის მომ­ტა­ნია პო­პუ­ლა­რო­ბა.

- იც­ნობ ბე­რას?

- რო­გორ არ ვიც­ნობ. რო­გორც კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და, გა­ვი­ცა­ნი. სა­ოც­რად კარ­გი ადა­მი­ა­ნი­ა, "ლამ­ბორ­ჯი­ნი­თა" და ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რე­ბით მას ვერ გა­აკ­ვირ­ვებ, ამი­ტომ მი­სი პორ­ტრე­ტი შევ­ქმე­ნი და ვა­ჩუ­ქე. ბე­რას გუ­ლი რომ მო­ი­გო, მას სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი უნ­და და­ა­ნახ­ო. მინ­და, ჩე­მი გუ­ლი და სუ­ლიც ვა­ჩუ­ქო.

- ერ­თ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნაცხ­ა­დე, რომ სექ­სის სა­ნაც­ვლოდ ფულს გთა­ვა­ზო­ბენ...

- ეს ად­რე იყო, რო­ცა კლი­პი გა­და­ვი­ღე. ხალ­ხმა იფიქ­რა, რომ საც­ვლებ­სა და სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმ­ში კლი­პი სა­კუ­თა­რი თა­ვის პი­ა­რის­თვის გა­და­ვი­ღე. იფიქ­რეს, რომ "მა­რი­ა­ჟი" მე­ძა­ვი ვარ. გა­უ­ნათ­ლებ­ლე­ბი არი­ან ქარ­თვე­ლი ბი­ჭე­ბი, მწერ­დნენ, შენ­თან სექ­სი რა ღირ­სო. ხალ­ხი ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქებ­ში უფ­რო თა­მა­მად ჩაც­მუ­ლი და­დის, ვიდ­რე მე ვი­ყა­ვი კლიპ­ში. ეგ რო­გორ იფიქ­რეს, რომ სექ­სის გა­მო გა­და­ვი­ღე ასე­თი კლი­პი!

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ?

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ვარ, მაგ­რამ ერ­თი ბი­ჭი მომ­წონს. ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა.

- ბე­რამ რომ გთხო­ვოს ცო­ლო­ბა, რა რე­აქ­ცია გექ­ნე­ბა?

- დავ­თან­ხმდე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად. მა­გის გა­მო შეყ­ვა­რე­ბულ­საც მი­ვა­ტო­ვებ და ქმარ­საც. ნე­ბის­მი­ე­რი გო­გო ინატ­რებს ისეთ ოჯახ­ში მოხ­ვედ­რას, რო­გო­რიც ბე­რას ჰყავს. რა სინ­დი­სით უნ­და თქვა უა­რი ბე­რას ცო­ლო­ბა­ზე?

- შე­ნი აზ­რით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სარ­ძლოდ მო­ე­წო­ნე­ბი?

- ვი­ცი, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ცო­ტა სხვა­ნა­ი­რად მი­ყუ­რებს, ვი­ცი, არ მოვ­წონ­ვარ­. ვფიქ­რობ, მას და ეკას ჩემ­ნა­ი­რი რძა­ლი არ მო­ე­წო­ნე­ბათ, ალ­ბათ უფ­რო ჩად­რი­ან გო­გოს ეძე­ბენ. ვინც ეკ­რან­ზე შიშ­ვე­ლი არ ჩანს. მათ ოჯახს კდე­მა­მო­სი­ლი გო­გო უფ­რო შე­ე­ფე­რე­ბა (ი­ცი­ნის).

- პრე­ზი­დენ­ტის ვა­ჟი არ მოგ­წონს?

- კარ­გი ბი­ჭია ედუ­ჩა სა­ა­კაშ­ვი­ლი, ის ბე­რას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი­ა. მაგ­რამ ედუ­ჩას ცო­ლად ნამ­დვი­ლად არ გავ­ყვე­ბო­დი. რო­გორც ვი­ცი, ახ­ლა ის ჩი­ნეთ­ში­ა, დი­დი ხა­ნია არ შევ­ხვედ­რი­ვარ. ქარ­თვე­ლი ბი­ჭე­ბის­თვის მშობ­ლე­ბის აზ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, სა­ა­კაშ­ვი­ლის ვა­ჟი უფ­რო მო­მიყ­ვანს ცო­ლად, ვიდ­რე ბე­რა, რად­გან მი­შა სხვა­ნა­ი­რად უყუ­რებს ყვე­ლა­ფერს. თუმცა ბე­რას ვერ ვუ­ღა­ლა­ტებ, გა­მო­რიცხ­უ­ლი­ა...

ფსიქოლოგის დასკვნა

ლე­ვან ოდი­შა­რია, ფსი­ქო­ლო­გი: ეს ადა­მი­ა­ნი, ერ­თი შე­ხედ­ვით, შე­იძ­ლე­ბა თავ­ხე­დი და ზე­და­პი­რუ­ლი მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში ასე არ არის. უყ­ვარს ყუ­რადღ­ე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა და სა­კუ­თარ გრძნო­ბებ­ზე ხმა­მაღ­ლა ლაპარაკი.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება