''ახალი ლელა და მამულიჩა'' ქართულ შოუბიზნესში

''ახალი ლელა და მამულიჩა'' ქართულ შოუბიზნესში

''საქართველოს ვარსკვლავის'' 2012 წლის მონაწილე ანი გოზალიშვილი ჯერ მხოლოდ 17 წლისაა. საერთაშორისო ურთიერთობებზე აპირებს ჩაბარებას, მაგრამ სიმღერისთვის თავის დანებებას არ გეგმავს. ცოტა ხნის წინ მისი პროდიუსერი ბექა ხალათაშვილი გახდა. კულუარებში მათზე უკვე ამბობენ, რომ ისინი ''ახალი ლელა და მამულიჩა'' გახდებიან.

- ''საქართველოს ვარსკვლავში'' მონაწილეობას არ ვაპირებდი. დამატებითი კასტინგი რომ გამოცხადდა, მაშინ მივედი. პროექტში რომ ამიყვანეს, ძალიან გამიხარდა. გამარჯვებაზე აღარც მიფიქრია. ბედნიერი ვიყავი, ''საქართველოს ვარსკვლავის'' პირველი ფინალისტი გოგო რომ გავხდი.

- დიდი ხანია მღერი?

- 8 წლიდან ვმღერი. ''საქართველოს ვარსკვლავში'' ყოველ კვირას ბენდთან ერთად ცოცხლად სიმღერამ დიდი გამოცდილება მომცა. ეს პროექტი დამეხმარა სცენის შიშის დაძლევაში.

- როგორ ფიქრობ, მოახერხებ, ჩაერთო შოუბიზნესში და აქტიური მომღერალი იყო?

- კონკურსის შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა. პროექტის შემდეგ ბევრ კონცერტში მივიღე მონაწილეობა. მიწვევენ კლუბებსა და ბარებში. მომავლის და ჩემი პროდიუსერის, ბექა ხალათაშვილის იმედი მაქვს. მინდა, უფრო დავიხვეწო და გავიზარდო. დღემდე ვოკალში სულ ვმეცადინეობ. მინდა, უფრო ბევრს მივაღწიო.

- სიმღერა რომ მართლა ძალიან გიყვარს, ეს შენი ტატუდანაც ჩანს. ნოტები გაქვს ხელზე ამოსვირინგებული.

- სანამ ''საქართველოს ვარსკვლავი'' დაიწყებოდა, ერთი კვირით ადრე გავიკეთე. სახლში ამის გამო დიდი ამბავი ატყდა. დედას არ უნდოდა, სვირინგი რომ მქონოდა. მამამ დამრთო ნება და დედამ რომ ნახა, სერიოზულად გამიბრაზდა.

- კონკურსებში მონაწილეობას კიდევ გეგმავ?

- ჯერჯერობით არც ერთ კონკურსში არ ვაპირებ მონაწილეობას. საქართველოში მხოლოდ ორი კარგი კონკურსია - ''საქართველოს ვარსკვლავი'' და ''ახალი ხმა'' . რადგან ''საქართველოს ვარსკვლავში'' გამიმართლა, ცოტა ხანი დაველოდები, იქნებ უფრო გრანდიოზული პროექტი დაიწყოს და მაშინ ვცდი კიდევ ბედს. უცხოეთში მაქვს მიწვევა ერთ-ერთ კონკურსზე და მომავალ წელს ვგეგმავ წასვლას.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება