ნაომი კემპბელი სიბრაზის მართვის კურსებზე დღემდე დადის

ნაომი კემპბელი სიბრაზის მართვის კურსებზე დღემდე დადის

ყველაზე ექცენტრული სუპერმოდელის, ნაომი კემპბელის ფიცხი ხასიათი მოდის სფეროში დასაქმებული ნებისმიერი ადამიანისთვის კარგად არის ცნობილი. ვარსკვლავმა ჯონათან როსის შოუში სტუმრობისას ტირილით აღიარა, რომ სიბრაზის მართვის კურსებზე დღემდე დადის და ხასიათის შეცვლას ცდილობს.

სუპერმოდელის თქმით, სისტემატურად ესწრება თერაპიების კურსს და წარსულის გახსენებაზე თავს ცუდად გრძნობს. ნაომიმ ისიც თქვა, რომ კოკაინზე იყო დამოკიდებული.

"29 წლის ასაკში გავაცნობიერე, რომ საკუთარი თავი არ მომწონდა. წარსულში დაბრუნება აღარ მინდა. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რაზე ხარ დამოკიდებული. შეიძლება სამსახური გიყვარდეს, კარიერაზე იყო თავგადაკლული - მიზეზს მნიშვნელობა არ აქვს, რაღაცაზე დამოკიდებულება უკვე ცუდია. მაშინ დავოჯახდები, როდესაც კარგ ადამიანს ვიპოვი. არ ვაპირებ სრულყოფილი ადამიანი ვიყო, უბრალოდ ვცხოვრობ და ვსუნთქავ", - განაცხადა კემპბელმა ინტერვიუში.

ტემპერამენტიანი სუპერმოდელი ხშირად ეხვევა სკანდალებში. მის მძიმე ხასიათზე საუბრობს ყველა, ვისაც კი მოდის სფეროსთან შეხება აქვს. თუკი სამოსის პატარა დეტალიც კი არ მოეწონა, ნაომი თავს უფლებას აძლევს, პოდიუმზე არ გავიდეს. განსაკუთრებით საშიშია სუპერმოდელის თანაშემწედ მუშაობა. მას ტელეფონიც კი უსროლია თანაშემწისთვის და აბეზარი პაპარაციც "დაუკორტნია".

მომზადებულია tvguide.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება