ნიკოლოზ ცისკარიძე ვაგანოვის სახელობის რუსული ბალეტის აკადემიის რექტორად დაინიშნა

ნიკოლოზ ცისკარიძე ვაგანოვის სახელობის რუსული ბალეტის აკადემიის რექტორად დაინიშნა

დიდი თეატრის ექს-პრემიერი,  რუსეთში მოღვაწე ქართველი ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძე პეტერბურგის ვაგანოვის სახელობის რუსული ბალეტის აკადემიის რექტორად დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ РИА "Новости" რუსეთის კულტურის მინისტრის მოადგილე გრიგორ ივლიევზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცისკარიძის შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაცია შაბათს გავრცელდა, მაგრამ მაშინ კულტურის სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო.

ბალერონის დიდ თეატრთან კონტრაქტი 2013 წლის ივნისში ამოიწურა. დიდი თეატრის დირექტორმა ანატოლი იკსანოვმა ცისკარიძესთან კონტრაქტი აღარ გააგრძელა.

სექტემბრის ბოლოს დიდი თეატრის გენერალურმა დირექტორმა ვლადიმირ ურინმა ცისკარიძეს სამი გამოსათხოვარი სპექტაკლით დიდი თეატრის სცენაზე გამოსვლა შესთავაზა. მაგრამ ცისკარიძემ უარი თქვა.

ვაგანოვის სახელობის რუსული ბალეტის აკადემია - მსოფლიოში ბალეტის ერთ-ერთი უძველესი სკოლაა. წელს იგი 275 წლის იუბილეს აღნიშნავს.

მომზადებულია РИА "Новости"-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება