ვინ არის გიო მგელაძის ცხოვრების მთავარი სიყვარული

ვინ არის გიო მგელაძის ცხოვრების მთავარი სიყვარული

რეჟისორ გიო მგელაძეს ბევრი რამ აქვს გასახსენებელი და მოსაყოლი. სულ მოგზაურობს და უამრავი მეგობარი ჰყავს. სამწუხაროდ, ბავშვობის ძმაკაცების უმრავლესობა ახლა სხვა რეალობაში ცხოვრობს. თავისუფალ და ლაღ თაობას მოულოდნელად ცეცხლი ყველა მხრიდან გაუხსნეს. თბილისში ყველაფერი დაილეწა და აილეწა. უამრავი ნიჭიერი ადამიანი დაიღუპა...… 

რატომ გახდა პავლე ინგოროყვას დასაფლავება დავის საგანი

- ფოტოზე მამაჩემის მამაა, ვის სახელსა და გვარსაც ვატარებ, სწავლობდა და ცხოვრობდა ბელგიაში, ანტვერპენში. ამ ქალაქში მოიყვანა გერმანელი ცოლი. დაბრუნდა საქართველოში მეუღლესა და შვილთან - ვალოდიასთან ერთად. სამწუხაროდ, ცოლი ტუბერკულოზით გარდაეცვალა. მოგვიანებით ცოლად ითხოვა მამაჩემის დედა. მერე დახვრიტეს ბაბუა. ბაბუა რომ წაიყვანეს დასახვრეტად, ერთმა კარგმა ''ენკავედეშნიკმა'' ბებიაჩემი მინიმუმ გადასახლებას გადაარჩინა. მის წასაყვანად რომ მოვიდნენ, საბუთში, რომლის მიხედვითაც ბებია უნდა გადაესახლებინათ, ერთი ასო შეცდომით ეწერა, ''ენკავედეშნიკმა'' თქვა, იქნებ, ეს ის ოჯახი არაა, რომელიც უნდა წავიყვანოთო. ალბათ, შეეცოდა სამი შვილის დედა. წავიდნენ და მას შემდეგ ხალხის მტრების შვილებს შეეშვნენ, აღარ ასახლებდნენ... დედაჩემი პავლე ინგოროყვას შთამომავალია. ჩვენ ახლა მის დატოვებულ სახლში ვცხოვრობთ. პავლე ინგოროყვას, გუგული მგელაძეს და მე გვაქვს ერთი ბინა. ბაბუას არქივის 80% სახელმწიფოს, კერძოდ, ლიტერატურის ინსტიტუტს ვაჩუქეთ. ის განძი შეუფასებელია. თუმცა ახლა ზუსტად გავარკვიე, რომ ყველაზე დაბალი შეფასებითაც კი ის, რაც ჩვენმა ოჯახმა სახელმწიფოს ჩააბარა, თხუთმეტი მილიონი ლარის ღირებულების გახლავთ. მომდევნო ფოტო პავლე ინგოროყვასა და ჩემს დასთან, ქეთინოსთან ერთად მაქვს გადაღებული.

- როდის გადაეცით სახელმწიფოს პავლე ინგოროყვას არქივი?

- ეს მოხდა პავლე ინგოროყვას ცხოვრებაშივე. 1983 წელს ბაბუა 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მწერლები ამბობდნენ, რომ დიდუბის პანთეონში უნდა დაკრძალულიყო, აკაკი ბაქრაძე, რეზო თვარაძე, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა მიიჩნევდნენ, რომ მთაწმინდაზე უნდა დაგვეკრძალა. მე მერვე კლასში ვსწავლობდი ამ დროს და ჩემს სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ოჯახში და არა მარტო ოჯახში. ამ საკითხში მაშინ ჩავერიე, როცა კომუნისტებმა გადაწყვიტეს, რომ დიდუბეში დაეკრძალათ და მეორე მხარე ფიქრობდა, პროცესია რომ დაიძვრებოდა, მთაწმინდის გზას დასდგომოდნენ და იქ დაესაფლავებინათ. მაშინ ვთქვი, სათამაშო ხომ არაა, ცხედარია-მეთქი. დიდუბის ეკლესიაში დაიწერა თამარ მეფემ ჯვარი და დიდუბის პანთეონში თუ დაიკრძალებოდა ბაბუა, ამით რა დაშავდებოდა. მწერალთა კავშირიდან დიდუბის პანთეონამდე პავლე ინგოროყვა ხელით მივასვენეთ. დიდუბის პანთეონის კარიბჭიდან მამაკაცების მაგივრად კუბო საფლავამდე ქალბატონებმა მიასვენეს. ასეთი რამ საქართველოში მხოლოდ ორჯერ მოხდა. პირველად ნიკოლოზ ბარათაშვილს მიაგეს ასეთი პატივი.

გენეტიკა და ოჯახი არ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ უწიგნური ვყოფილიყავი. წიგნთან ურთიერთობა ბავშვობაში შემიყვარდა და მივხვდი, რომ წიგნი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეგობარია. ამ მეგობრობას ხელი დედამაც შეუწყო. დედა ფილოლოგი გახლდათ. დედასა და მამას სურათი სოხუმში გასული საუკუნის 50-იან წლებში აქვთ გადაღებული.

- როგორც ვიცი, ორი დედმამიშვილი გყავთ.

- ორი და მყავს, ქეთინო და თამარი. ქეთინო ჩემზე ათი წლით უფროსია, ჰყავს შვილი და შვილიშვილი. ინგლისურის სპეციალისტია და წერს ლექსებს. მყავს არაჩვეულებრივი დისშვილი, რომელიც ორ სამსახურში მუშაობს. მომდევნო ფოტოზე თამუნაა.

თამუნასთან დაკავშირებით ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ერთი თვისაც არ იყო, საწოლიდან რომ გადმოვარდა, რამაც ტვინის ტრავმა გამოიწვია. თამუნა ყველაზე საოცარი ადამიანია, ვისაც ვიცნობ. ის ბავშვად დარჩა. სიკეთის განსახიერებაა და მებრძოლია. სულ დაჩაგრულებს იცავს. ხატავს. სასწაული რამ მოხდა. მეუღლე თხუთმეტი წლის წინ ავტოკატასტროფაში დამეღუპა. მანამდე თამუნა, როგორც ყველა ბავშვი, ისე ხატავდა, მაგრამ ამ ტრაგედიის მერე სულ სხვანაირად დაიწყო ხატვა. ამ მხრივ ჩვენ ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ. საოცარ რაღაცებს ხატავს. რაც თანამედროვე ხელოვნებაში ყველაზე მოდურად მიიჩნევა, ის მიმართულება აქვს თამუნას აღებული. მომდევნო ფოტოზე მისი ნამუშევრებია. მინდა, თქვენმა მკითხველმა ნახოს მისი ნახატები.

შემდეგ ფოტოზე კი ჩემი ძმა ვალოდია და მისი ქალიშვილი არიან. მამაჩემის კიდევ ერთი შვილის არსებობის შესახებ არავინ არაფერი ვიცოდით. ვალოდია ფილოსოფოსია და მოსკოვში ცხოვრობს. რამდენიმე წიგნი აქვს იოგაზე გამოცემული. ახალგაზრდობაში მამა ერთი პერიოდი მოსკოვში ცხოვრობდა. იმ ქალებიდან, ვისთანაც ერთობოდა, ერთ-ერთმა უთხრა, ფეხმძიმედ ვარო, მაგრამ არ დაიჯერა და თბილისში წამოვიდა.

რამდენიმე წლის წინ ჩვენთან მოულოდნელად ვალოდია მოვიდა და მამას უთხრა, რომ მისი შვილი იყო. არაჩვეულებრივი ადამიანია, ყველას ძალიან შეგვიყვარდა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება