ლევან ჯიბღაშვილი პარიზის მეტროში დაპატიმრებას გადაურჩა

ლევან ჯიბღაშვილი პარიზის მეტროში დაპატიმრებას გადაურჩა

25 წლის ასაკში მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი სერიოზული ბიზნესსაქმიანობით არის დაკავებული. ამბობს, რომ ბევრი საქმის გამო რამდენიმე წელი დასვენება ვერ მოახერხა და სწორედ ეს გახლავთ მიზეზი, რის გამოც სერიოზული ტური მოიწყო. ხუმრობს, რომ აეროპორტში მისულს პირდაპირ ეკითხებიან, ამჯერად სად მიფრინავს. ინტერვიუზე პარიზიდან ერთი კვირის დაბრუნებულს შევხვდით. ისევ ბოლო ერთი თვის ემოციებშია, მაგრამ პრესისგან დროებით გაუჩინარებულ მსახიობს ჩვენთვის რამდენიმე პოლიტიკურ კითხვაზე პასუხის გაცემა მაინც მოუხდა, რაც მისთვის მაინცდამაინც სასიამოვნო არ აღმოჩნდა.

- ლევან, რამდენი წლის ხარ?

- 25-ის, რა ხდება?

- მახსოვს, ორი წლის წინ შენთან ინტერვიუ რომ ჩავწერე, მითხარი, 27 წლის ასაკში პირველი მილიონი გექნებოდა ნაშოვნი.

- (იცინის) დიახ, ღვთის წყალობით ვმუშაობ. ორი წელი მაქვს დარჩენილი და ვნახოთ, აუცილებლად მექნება პირველი მილიონი. ძალიან ბევრს ვშრომობ. ბოლო წლები არ დამისვენია და ერთი თვის წინ გადავწყვიტე მემოგზაურა. აეროპორტში რომ მივდივარ, უკვე მეკითხებიან, ამჯერად სად მიდიხარო. ათენში ვიყავი, ასევე კორფუს კუნძულზე, სტამბოლში, უკრაინაში და ბოლოს პარიზში.

- ვისთან ერთად მოგზაურობდი?

- რამდენიმე მეგობარი ბიჭი ვიყავით. ერთ-ერთს მეუღლეც ახლდა. კიდევ სამ ქვეყანას უნდა ვესტუმრო. 2013 წელს წავალ და 2014- ში დავბრუნდები საქართველოში. ძირითადად დასასვენებლად დავდივარ, მაგრამ ჩემთვის საჭირო ინფორმაციასაც ვაგროვებ. ამ ეტაპზე ბავშვთა გასართობი ცენტრის ქსელი მაქვს და ასევე სამშენებლო ბიზნესში ვარ.

- მოგზაურობის შესახებ გვესაუბრე, განსაკუთრებული შთაბეჭდილებებით სად დაიტვირთე?

- ათენი არ მომეწონა, დიდი არაფერია... კორფუს კუნძული კი საოცრება იყო. ეს არის ადგილი, რომელიც ყოველთვის მომენატრება. წმინდა ადგილები მოვილოცეთ და ზღვაში იახტითაც გავედით. იახტა ვიქირავეთ და სხვა კუნძულზე გადავედით საბანაოდ. ეს იყო საოცრება, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. დაახლოებით ოცი მეტრის სიღრმეზე ზღვის ფსკერსა და თევზებს ვხედავდით.

- რთულ სიტუაციაში თუ აღმოჩნდი?

- პარიზის მეტროში კინაღამ დამიჭირეს. იქ ყველაზე სწრაფი გადაადგილების საშუალება მეტროა. წინასწარ შევიძინე ტალონები და ყველა შენახული მქონდა, როდის შემხვდებოდა კონტროლიორი, არ ვიცოდი. ეს დღეც დადგა და ბასტილიის სადგურზე კონტროლიორმა გამაჩერა, შეცდომით ძველი ტალონი ვაჩვენე და გაბრაზდა, ''ნოუ, ნოუ'' - ს ამბობდა... გავბრაზდი და უამრავი ტალონი ვაჩვენე, რომელიც ჯერ კიდევ გამოუყენებელი მქონდა. მეგობარი მამშვიდებდა, დაწყნარდი, თორემ დაგიჭერენო. კონტროლიორს ვთხოვდი, რომ ჯარიმა დაეწერა და როგორც აღმოვაჩინე ფული – 50 ევრო, იქვე უნდა გადამეხადა. თავიდან მეგონა, ქრთამს მთხოვდა და ყვირილი დავიწყე. გადარეული კონტროლიორი პოლიციას უხმობდა. საბოლოოდ მეგობარმა გადაიხადა ჯარიმა და ამ დროს კონტროლიორის შვიდი კოლეგა მაწყნარებდა.

- ბევრი ქალაქი მოგივლია, გულახდილად მითხარი, სად შეგხვდნენ ყველაზე ლამაზი გოგონები?

- პარიზში არავინ მომეწონა, იქ ძირითადად ძალიან ლამაზები ''მულატკები'' არიან. საბერძნეთში ან ძალიან მაგრები არიან ან პირიქით, სტამბოლშიც ასე იყო. უკრაინაში სტანდარტულად ლამაზები იყვნენ (იცინის). საზღვარგარეთ არავინ მიცნობდა, მაგრამ ათენში საოცრება მოხდა, იმდენი ქართველი დამხვდა, რომ გაგიჟდნენ, სურათებს იღებდნენ ჩემთან. მეგობრები მეუბნებოდნენ, ქუდი დაიხურე და ისე იარეო. ბოლოს ხუმრობდნენ, ლევანთან სურათის გადაღებით ფული გავაკეთოთო. პარიზში კარგად ჩაცმულ ბიჭს რომ გხედავენ, გოგონები მოდიან და თვითონ გეცნობიან, მაგრამ ენა არ ვიცოდი და ''ბონჟურ'' , ''პარდონ'' და ''მერსი'' -თი მთავრდებოდა ჩვენი ურთიერთობა. ერთი კვირაა, რაც მოგზაურობიდან დავბრუნდი და სასწაული დამემართა, ლოგინიდან ვერ ვდგებოდი. ემოციებისგან ისე დავიტვირთე, რომ ცუდად გავხდი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება