"დაშორების ინიციატორი მე არ ვყოფილვარ" - ლიკა ქავჟარაძის ყოფილი მეუღლის ძველი ინტერვიუ, სადაც ის მსახიობთან 8-წლიან თანაცხოვრებას იხსენებს

"დაშორების ინიციატორი მე არ ვყოფილვარ" - ლიკა ქავჟარაძის ყოფილი მეუღლის ძველი ინტერვიუ, სადაც ის მსახიობთან 8-წლიან თანაცხოვრებას იხსენებს

ლევან შანიძე ტელეკომპანია ''ობიექტივში'' მუშაობს. ბატონი ლევანი აფხაზეთის ომში ''სიენენის'' კორესპონდენტი იყო და ამის გამო მეგობრები სიენენას ეძახდნენ. რაც აფხაზეთში ბოლო თვეების განმავლობაში ნახა, დღემდე თვალწინ უდგას. საკუთარ თავს ძველ დროში ჩარჩენილს უწოდებს, რადგან ვერ ხალისობს და ძველ ტკივილს ვერ ივიწყებს. ლევანი მსახიობ ლიკა ქავჟარაძის მეუღლე იყო.

გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს, რომელიც ლევან შანიძემ ჟურნალ "რეიტინგს" 2013 წელს მისცა. ინტერვიუში მან ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.

- თქვენს ცხოვრებაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით პირად ცხოვრებას. ლიკა ქავჟარაძე თქვენი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი მეუღლე იყო.

- ჯერჯერობით ასეა.

- ლიკაზე ბევრი იყო შეყვარებული. როგორ გახდა ის თქვენი მეუღლე?

- ლიკა ვარსკვლავია, რომელიც ქართულმა კინომ ვერ გამოიყენა. თუმცა ქართულმა კინომ ბევრი სხვა მსახიობიც ვერ გამოიყენა. ზოგადად ამ პერიოდში ბევრი ვინმე დაიჩაგრა.… 38 წლის ვიყავი, როცა მე და ლიკა შევუღლდით. ეს 2002 წელს მოხდა. 38 წლის სრულფასოვანი მამაკაცი მანამდე შეყვარებული ბევრჯერ ვყოფილვარ. ლიკას ჰქონდა ოჯახი და რასაკვირველია, მისი ოჯახის დანგრევაზე არასდროს ვიფიქრებდი. ჩვენ ერთმანეთს თითქმის ბავშვობიდან ვიცნობდით. ჩემმა მეგობარმა ლიკას ჯგუფელი შეირთო ცოლად. მე მეჯვარე გახლდით. ლიკა გოგოს მეჯვარე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ჯვრისწერაზე ვერ მოვიდა. გამიხარდა, რომ ლიკას მირონით არ დავუნათესავდი. რა თქმა უნდა, ჩვენს ერთობლივ ცხოვრებაზე მაშინ არც მიფიქრია. დამოუკიდებლად ვცხოვრობდით. არაერთხელ მყვარებია. როცა ამ გრძნობას არ განვიცდი, ცუდად ვარ. ვინც მიყვარდა, დღემდე ყველა მიყვარს. ჩემთვის სიყვარულს წარსული დრო არ აქვს.

- ულამაზესი ლიკა ქავჟარაძის მოხიბვლა როგორ მოახერხეთ?

- ამ შეკითხვაზე ცოტა შორიდან გაგცემთ პასუხს. 1984 წელს პეტერბურგში შეყვარებულ გოგონასთან ერთად ვიყავი. სასტუმროში, სადაც ვიყავით, დათო ევგენიძე შემოგვიერთდა და დიდი შინაურული კონცერტი მოვაწყვეთ. გოგონამ, რომელიც მიყვარდა, სპეციალურად ამ დღისთვის ლამაზი კაბა ჩაიცვა. მისით ყველა აღფრთოვანებული იყო. იმ ამბიდან რამდენიმე ხნის შემდეგ რუსთაველზე მივდიოდი და ია ფარულავა შემხვდა, მითხრა, პეტერბურგში დაგინახეთ, მაგრამ ისეთი გოგო გახლდა, ვერ მოვედიო.… ვინც მიყვარდა, ყველა ლამაზი ქალბატონი იყო, მაგრამ ცოლად არც ერთი არ მომიყვანია, მარტო ლიკა მოვიყვანე. იმას, რასაც სხვები არ უფრთხილდებიან, ლიკა ფაქიზად მოეპყრო. ჩვენს დაოჯახებაზე არც ვფიქრობდი. ლიკამ თქვა, ხუთი წელი მაინც ხომ ვიქნებით ბედნიერებიო და მეც დავფიქრდი დაოჯახებაზე. მეცნიერები ამბობენ, რომ სიყვარული მაქსიმუმ ხუთ წელს გრძელდება. მე და ლიკა თითქმის რვა წელი ვიყავით ერთად. დაშორების ინიციატორი მე არ ვყოფილვარ. როგორც ლიკამ გადაწყვიტა, ყველაფერი ისე მოხდა. ქალბატონებთან ხომ არ უნდა ვიჭიდაოთ?!

- როდესაც ლიკა თქვენი მეუღლე იყო, თამამ სცენებში მონაწილეობდა. მოგწონდათ ლიკას მიერ შესრულებული თამამი როლები?

- ლიკა მსახიობია და ამით ამ კითხვაზე პასუხი გაცემულია.

- ამ როლების გამო არასდროს გიკამათიათ?

- რეჟისორი ფრანკო ძეფირელი რომ ყოფილიყო, ბევრად იოლი მისაღები იქნებოდა ჩემთვის. როდესაც ვიღაც უბრალოდ იტყვის, ლიკა უნდა გადავიღოო, ლიკა მონატრებულია კამერას, რეჟისორი კი ამით ისარგებლებს და ჰონორარსაც არ გადაუხდის, მივიჩნევ, რომ ეს ულამაზო საქციელია. მაგრამ ლიკას ვერ ვეტყოდი, ასე არ მოიქცე-მეთქი. მაშინ უნდა დავხმარებოდი, გავმხდარიყავი პროდიუსერი და ჰოლივუდში ჩამეწყო საქმე. ამის თავი კი მე არ მქონდა.

- ყოფილ მეუღლესთან ბოლო დღემდე მეგობრობდით.

- ერთმანეთს ხშირად მოვიკითხავთ. ორი წლის წინ ცუდად გავხდი. მერე მითხრეს, რომ ერთ-ერთმა პირველმა ლიკამ იზრუნა ჩემზე. თანხაზე არ ვამბობ. ლაპარაკია იმაზე, რომ ესმის, როცა მისი მეგობარი ცუდადაა, გვერდში უნდა დაუდგეს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება