განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ნაზღაიძის გასაიდუმლოებული 2-წლიანი პირობითი სასჯელი

განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ნაზღაიძის გასაიდუმლოებული 2-წლიანი პირობითი სასჯელი

მოდელმა და ტელერადიოწამყვანმა გიორგი ნაზღაიძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ასეთი პოსტი (შესაბამისი ფოტოთი) გამოაქვეყნა: "არაღაფერია დასამალი. ჩაიარა ყველაფერმა:) . ისე განაჩენი გამომიტანეს და ჯოხიანი კამფეტიც ვერ მიიღეს :)".

ნაზღაიძეს უამრავი ადამიანი ეხმაურება, ყველას აინტერესებს, რა განაჩენზეა ლაპარაკი და საერთოდ, რა ხდება მის თავს.

კომენტარისთვის გიორგი ნაზღაიძეს "ამბები.გე"-ც დაუკავშირდა.

- ეს ძველი ამბავია, უბრალოდ, ის არის, რომ მის შესახებ ახლა შემეძლო მეთქვა და ფოტოც გამომექვეყნებინა, რომელიც ჩემს ბრალდებულის სკამზე ჯდომას ასახავს... 2 წლის წინ, ერთ ბიჭთან კონფლიქტი მომიხდა. ვცემე... მიჩივლეს და ბრალი განზრახ მკვლელობაში დამდეს. 3-5 წლამდე მისჯიდნენ, ეს ყველაფერი რადგან ბათუმში მოხდა, იქვე, წინასწარ პატიმრობის საკანში 48 საათი ვიყავი მოთავსებული და შემდეგ ბათუმის ციხეში ერთი დღე დავყავი, მაგრამ საბოლოოდ, ვერაფერს გახდნენ... .

მოკლედ, საბოლოოდ, 2 წელი პირობითი სასჯელი მქონდა მოსჯილი.

- და შეწყალება შეგეხო?

- არა, მგონი, საქართველოში ჩემ გარდა ყველა შეიწყალეს. როგორც ჩანს, ყველაზე საშიში "მკვლელი" აღმოვჩნდი, არ ვიცი... ისევ იმ ფაქტს რომ დავუბრუნდეთ, კონფლიქტის დროს იმ ადამიანმა ჩემ მიმართ, სახის არეში, ცივი იარაღი გამოიყენა. მოკლედ, ფაქტის თვითმხილველი, ერთი კეთილი ადამიანი აღმოჩნდა და ეს საქმე სხვანაირად შემობრუნდა...

- გიორგი, ასეთი ამბავი აქამდე რატომ იყო საზოგადოებისთვის უცნობი და ამის გამომზეურება მაინცდამაინც ახლა რატომ გადაწყვიტე?

- არ მინდოდა, არავის გაეგო, არც პრესას, არც ტელევიზიას და კარგად დავმალე. ასე რომ, თუ გინდა, ადამიანს რაიმეს კარგად შენიღბვა, შენიღბავ. ამ ყველაფრის აფიშირება არ მჭირდებოდა, ხმაური ატყდებოდა. იტყოდნენ, - ნასამართლევი გიორგი ნაზღაიძეო. ეს ყველაფერი პრობლემებს შემიქნიდა ქვეყნიდან გასვლაზეც... გამომეკიდებოდნენ, მტერის მეტი რა მყავს? არადა, თუ პირობითის პერიოდში რამე კიდევ დაარღვიე, სასჯელი გიორმაგდება და ციხეში შედიხარ. ამიტომ დამალვა მერჩივნა...

უბრალოდ ის იყო, რომ კვირაში ერთხელ ამ პირობითის გამო ხელისმოსაწერად დავდიოდი... მოკლედ, ასეთი რაღაცები იყო.

- ისე, ამნისტია რატომ არ შეგეხო?

- არ ვიცი, სულ ამას ვკითხულობდი, ვინ არ ჩავრიე, არ დავასახელებ მათ გვარებს, ამ მთავრობაშიც და წინა მთავრობაშიც, მაგრამ არაფერი მეშველა...

ბოლოს ბათუმში ჩავედი და ხალხი კიდევ შევაწუხე. ბათუმში იმიტომ, რომ როგორც გითხარით, განაჩენი იქ გამოიტანეს...

2-წლიანი პირობითი სასჯელი ახლა უკვე მეც მომეხსნა...

ლალი ფაცია

სპეციალურად Ambebi.ge-სთვის

ასევე დაგაინტერესებთ:

გიორგი ნაზღაიძე - "მირჩევნია, ჩემი შვილი ყრუ დაიბადოს, ოღონდ ბერას ძლიერი ვოკალით მელოდიურ რეპს არ მოუსმინოს!"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება