''ქართველ მომღერლებს ერთმანეთის მიმართ შური, ბოღმა და მტრობა აქვთ'' - მარკუს მეტრეველი

''ქართველ მომღერლებს ერთმანეთის მიმართ შური, ბოღმა და მტრობა აქვთ'' - მარკუს მეტრეველი

მომღერალი მარკუს მეტრეველს მიაჩნია, რომ საქართველოში მისი საქმიანობა არ არის დაფასებული, თუმცა ამ პროფესიის მიტოვებას არ აპირებს, რადაგან, როგორც ამბობს, სიმღერა მისი სული და გულია...

იმედი აქვს, რომ მოვა დრო და მისი საქმიანობა დაფასდება, შოუბიზნესიც ამოისუნთქავს და შესაბამისად იქნება ისეთი სფერო, რომელში მუშაობაც მომღერალს პრობლემებს კი არ შეუქმნის, არამედ სიამოვნებას მიანიჭებს...

- ქართული შოუბიზნესი ჩემთვის მხოლოდ ძალიან ნიჭიერ მომღერლებს ნიშნავს. აბა, ამ სფეროში არც შოუა და არც ბიზნესი! უსახსრობის გამო ჩვენი შემოქმედება არ ფინანსდება. ამიტომ არის, რომ მომღერალს თავისი შემოქმედების ღირსეულად რიალიზაციის საშუალება არ აქვს. ამას მხოლოდ ერთეულები ახერხებენ...

- გასაგებია, რომ ამ სფეროს მთავარ ნაკლს ასახელებ, მაგრამ კიდევ რა არ მოგწონს მასში?

- ბევრი რამ არ მომწონს, ან საერთოდ რა არის მოსაწონი? გავიმეორებ, რომ მხიბლავს მხოლოდ ჩვენი მომღერლების ვოკალური მონაცემები, ნიჭი და ნებისყოფა, რომ ამ რთულ პირობებში უხდებათ მუშაობა...

- რას გვეტყვი, არის თუ არა ამ სფეროში (ქართულ შოუბიზნესში) კლანური დაჯგუფებები?

- კლანები? კი, "რაღაცები" არსებობს, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემთვის გაუგებარია... კლანებს რომ თავი დავანებოთ, თავად მომღერლებში ერთმანეთის მიმართ დიდი შური, ბოღმა, ბოროტება, მტრობა იგრძნობა... ამ ყველაფერს მსოფლიოში ჯანსაღი კონკურენცია ჰქვია, აქ რაც ხდება, ამას სახელი არ აქვს...

- როგორ გგონია, ვის აქვს ქართულ შოუბიზნესში მოხვედრის უფლება?

- საქართველოში ბევრი ნიჭიერი მომღერალი გვყავს (ძველი და ახალი თაობის), რომლებსაც ღირსეულად და წარმატებით შეუძლიათ წარადგინოს საქართველოს სახელი მსოფლიოს დიდ სცენებზე (რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხარდაჭერით)... რაც შეეხება იმას, თუ ვის აქვს შოუბიზნესში მოხვედრის უფლება, ჩემი აზრით, მას, ვინც შოუბიზნესის გარკვეულ სტანდარტებს აკმაყოფილებს...

- რა სტანდარტებზეა ლაპარაკი?

- ეს არის უპირველესად, უფლისგან ბოძებული ნიჭი: 1. ნორმალური ვოკალი; 2. გარეგნობა; 3. იმიჯი; 4. რეპერტუარი; 5 სასცენო ხელოვნება; 6 ქორეოგრაფია და რაც მთავარია, ადამიანობა! მოკლედ, რომ ვთქვა, როგორც ბერძნები ამბობენ, უნდა იყოს მომღერალი ("პაკეტო")...

- ამ სფეროს ყველა წარმომადგენლისთვის ხარ მისაღები?

- არიან, რა თქმა უნდა, ერთეულები, რომლებისთვისაც ჯერ კიდევ მიუღებელი ვარ, მაგრამ ეს ჩემთვის დიდი ტრაგედია არ არის. ყველას ვერ ეყვარები... მაგრამ ვიცი, რომ ბევრ ჩემს კოლეგას ვუყვარვარ, მაფასებენ და ანალოგიურად ვარ მეც მათ მიმართ განწყობილი!

- შენი აზრით, რა რის საჭირო იმისთვის, რომ საზოგადოების ყველა წევრმა მიგიღოს?

- ყველა ვერასდროს მიგიღებს! ეს დაუწერელი კანონია... შეუძლებელია ყველას უყვარდე...

- მეტერი თუ გყავს?

- მტერი? რა თქმა უნდა, ბევრი მტერი მყავს, რომლებიც რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მაძლიერებენ...

- შოუბიზნესით ნაშოვნი ფულით ცხოვრობ?

- საზღვარგარეთ ჩემი შემოსავალით ვცხოვრობდი; საქართველოში კი, ამ სფეროში ნაშოვნი ფულით მხოლოდ ვარსებობთ, ვსუნთქავთ!..

- მაშინ შოუბიზნესში საქმიანობას რა აზრი აქვს?

- მე სიმღერით ვსუნთქავ და რომ არა ჩემი პროფესია, როგორც პიროვნება, ადამიანი ვერ ვიარსებებდი. ჩემს სიყვარულს, სიხარულს, ტკივილს ბედნიერებას ჩემი სიმღერით გამოვხატავ და შესაბამისად, ეს არის ჩემი მამოძრავებელი ძალა. მჯერა, მოვა დრო და ჩვენი საქმიანობა და პროფესია დაგვიფასდება...

- დღეს დაბალი ხარისხის მუსიკის დისკებსა თუ ალბომებს აქვს გასავალი. მასობრივად ისინი იყიდება. რა არის ამის მიზეზი?

- ეს არა მარტო საქართველოს, მსოფლიოშიც დიდი პრობლემაა. მეკობრეობა მუსიკაში მსოფლიოს აწუხებს და შესაბამისად, საქართველოსაც.…მაგალითად, ჩემი ალბომი ჯერ არ გამოსულა და ბაზრობის დახლებს (მდარე ხარისხის) ჩემი დისკები უკვე ამშვენებს... ამას ხელი ინტერნეტმა შეუწყო... საერთოდ, გამოშვებული მაქვს ერთი სიდი სინგლი (საბერძნეთში), სადაც 3 სიმღერაა შესული, ის კომპანია FAME STUDIOM გამოუშვა… ალბომზე ახლა ვასრულებ მუშაობას და საქართველოში პირველ ალბომს გამოვუშვებ...

- პროდიუსერი თუ გყავს?

- ჩემი მუსიკალური პროდიუსერი იყო უნიჭიერესი კომპოზიტორი და მომღერალი მაიკო კაჭკაჭიშვილი. ამ ეტაპზე პროდიუსინგს მარკუს მეტრეველი მიწევს (სიცილით ამბობს)...

- ახალი წლის ღამე შოუბიზნესის წარმომადგენლებისთვის შემოსავლიანია ხოლმე. ალბათ შენც დატვირთული იქნები, არა? რამდენად სწორად მიგაჩნია შოუბიზნესის წარმომადგენლების კლუბებსა და რესტორნებში გამოსვლა?

- საახალწლოდ, რასაკვრიველია დატვირთული ვარ. ნეტავი, საქართველოში სულ ახალი წელი იყოს, მივესალმები. მომღერალი შოუბიზნესის წარმომადგენელი ხალხს ეკუთვნის და სადაც ღირსეული მიწვევა იქნება, ეს იქნება მაღალი დონის კლუბი თუ რესტორანი, რატომაც არ უნდა მიიღოს მომღერალმა მონაწილეობა? ჩემთვის პირადად მისაღებია მღერა კლუბსა და რესტორანში, რადგანაც იქაც არიან ჩვენი მსმენელები და ანტიმსმენელები.

- ოდესმე კონცერტიდან ვინმეს თუ დაუბლოკიხარ და რატომ?

- კი, დაბლოკვის რამდენიმე ფაქტი მქონდა. "დაბლოკვა" ისე, რა სასაცილო სიტყვაა, არა? მაგრამ იმ ადამიანების სახელებს არ დავაკონკრეტებ, რადგანაც ასეთი საქციელითვის ზოგადად ცოდოები არიან. ისინი თავისი ბოღმის, შურისა და ეგოიზმის წინაშე იმდენად უსუსურები არიან, რომ სურვილი მიჩნდება, დავეხმარო ჩემი სიტყვიერი მინიშნებით: "kiss my ass".

ლალი ფაცია

სპეციალურად ambebi.ge''-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება