83 წლის სუპერმოდელი "ვოგის" გარეკანზე

83 წლის სუპერმოდელი "ვოგის" გარეკანზე

83 წლის დაფნა სელფი მსოფლიოში ყველაზე მოხუცი სუპერმოდელია, რომელიც აქტიურ სამოდელო კარიერაშია ჩართული.

დაფნა ადასტურებს, რომ ვერცხლისფერი თმა მხოლოდ სიბერის ნიშანი არაა და ამ ასაკშიც კი ცხოვრება ისეთივე აქტიური ტემპით მიდის, როგორც ახალგაზრდობაში. მას ხშირად იღებენ სხვადასხვა პრესტიჟული ჟურნალების გარეკანისთვის, მათ შორის "ვოგისთვის" - ამასთან, ბევრჯერ გასულა პარიზის მოდის კვირეულებზე. ჟურნალისტებთან საუბარში დაფნა ამბობს, რომ მისი წარმატებისა და დახვეწილი გარეგნობის საიდუმლო გრძელი თმა, ბოტოქსზე უარის თქმა და ხარისხიანი სახის კანის კრემია. სუპერმოდელს 3 შვილი: 57 წლის მარკი, 53 წლის კლერი და 51 წლის როუზი ჰყავს.

"ვფიქრობ, გარეგნობა გენეტიკურია. დედა 95 წლამდე ცოცხლობდა. 40 წლის ასაკში გავჭაღარავდი, მაგრამ მას შემდეგ აღარ შემიღებავს. ჩემი თმა გრძელია, რადგანაც ასე მისი მოვლა უფრო იაფი მიჯდება და თანაც სიბერის ნიშნების დამალვას მიადვილებს. ძალიან დაბალი ვიყავი, 170 სანტიმეტრი. 50-იან წლებში ქალური ფორმები ძვირად ფასობდა, ამიტომ გოგონები შიშის გარეშე მივირთმევდით გემრიელ სადილს. დღევანდელი ახალგაზრდა მოდელები მეცოდებიან, რადგანაც მხოლოდ იმისთვის, რომ საცურაო კოსტუმი ჩაიცვან, მთელი დღე შიმშილობენ", - ამბობს დაფნა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება