ვის სიყვარულს ვერ იყოფს გოგა ბარბაქაძე შვილთან

ვის სიყვარულს ვერ იყოფს გოგა ბარბაქაძე შვილთან

ტელეკომპანია ''ჯდს''-ზე დაიწყო ახალი მისტიკური კომედია ''პანიკის გარეშე'', სადაც საიქიოდან ამქვეყნად მობრუნებულ ბაბუას გოგა ბარბაქაძე თამაშობს. როგორც მსახიობმა გვითხრა, ამჟამად შემოქმედებითად დატვირთული პერიოდი აქვს, ემზადება პრემიერისთვის, რომელიც თავისუფალ თეატრში იგეგმება, ამის გამო საახალწლო პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. გოგას მეუღლე ასევე მსახიობი მაია დობორჯგინიძე გახლავთ, რომელიც გოგასთან ერთად სერიალ ''შუა ქალაქში'' მარიკას როლს თამაშობდა. წყვილს 5 წლის გაბრიელი ჰყავს, რომელიც თურმე მამას მისი გმირის გამო დასცინის.

- სერიალის პირველმა სერიამ საკმაოდ დიდი რეიტინგი აჩვენა და გამოხმაურებაც კარგი ჰქონდა, ბევრმა ადამიანმა მითხრა, რომ მოეწონა, საზღვარგარეთაც ნახეს ჩემმა ახლობლებმა და დადებითი დამოკიდებულება გამოხატეს, თუ ასე გაგრძელდება, ძალიან კარგი იქნება.

- ძალიან საინტერესო გმირს თამაშობთ, საიქიოდან მობრუნებულს... რთული არ არის მისი განსახიერება?

- ჩემს პროფესიაში რაც მეტი სირთულე იქნება, უფრო ბედნიერი და ამაყი ვიქნები, იმიტომ, რომ მსახიობისთვის მარტივი რაღაცების კეთება არ არის კარგი. გადაღებები მიდის ძალიან საინტერესოდ, მაგრამ არანორმალური გრაფიკით, გვინდა, ერთი სეზონი დავასრულოთ, რომ მერე ადამიანურ რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა.

- ''შუა ქალაქის'' შემდეგ, რომლის მეშვეობითაც კიდევ უფრო პოპულარული გახდით, გადაინაცვლეთ ''რუსთავი 2''-ზე, სადაც მონაწილეობდით სერიალში ''ალუბლების ქუჩა 12'', ახლა როგორაა საქმე, წამოხვედით ''რუსთავი 2''-იდან?

- სანამ GDS-ის სერიალზე დავიწყებდი მუშაობას, კარგა ხნით ადრე ვიყავი წამოსული ''რუსთავი 2''-იდან.

- წამოსვლის მიზეზი რა გახდა?

- სერიალი არ იყო რეიტინგული, დაიხურა და მე, ჩემი მეუღლე და კიდევ ერთი ადამიანი გამოგვიშვეს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება