ქართველი გოგონები ჩინეთში!.. რაში უხდიან ფულს სექსუალურ ნანუკას

ქართველი გოგონები ჩინეთში!.. რაში უხდიან ფულს სექსუალურ ნანუკას

ერთ დღეს სოციალურ ქსელში ერთ-ერთ გვერდზე ქართველი გოგონების საინტერესო ფოტოსესია აღმოვაჩინეთ. გოგონების უმეტესობა საცურაო კოსტიუმში პოზირებდა. მათ შორის გამორჩეული იყო ნანუკა ტორონჯაძე. ''ფეისბუქზე'' ნანუკას მოძებნა არ გაგვჭირვებია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქართველი გოგონა ჩინეთში აგრძელებს სამოდელო საქმიანობას. ინტერვიუ ''სკაიპის'' საშუალებით ჩავწერეთ. მართალია, არსებობს ერთგვარი კლიშე, რომ მოდელებს საუბარი არ გამოსდით, მაგრამ ფაქტია, რომ 19 წლის ნანუკამ ამ კუთხით ყველანაირი სტერეოტიპი დაანგრია. ჩვენი რესპონდენტი იმდენად ენაწყლიანი მოსაუბრე აღმოჩნდა, რომ, სავარაუდოდ, ჩვენი ექსკლუზიური ინტერვიუს შემდეგ კიდევ ბევრჯერ მოხვდება ყვითელი პრესის ფურცლებზე.

- ნანუკა, შენ შესახებ მოგვიყევი.

- თბილისში დავიბადე და 13 წლის განმავლობაში რუს ბებიასთან ვიზრდებოდი. ერთ კორპუსში ორი ბინა გვაქვს, მეორე სახლში მშობლები ცხოვრობდნენ. ჩემზე ასაკით პატარა ტყუპი და-ძმა მყავს და ბებია დედას ჩემს გაზრდაში ეხმარებოდა. 13 წლის შემდეგ მშობლებთან გადავედი და დიდ ოჯახად ვცხოვრობდით. კარგად ვსწავლობდი და სკოლა წარმატებით დავამთავრე. შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე ისე, რომ არ მოვმზადებულვარ, საკმაოდ მაღალი ქულები ავიღე და სწავლის დაფინანსებაც მოვიპოვე. თებერვალში საქართველო დავტოვე, უნივერსიტეტში აკადემიური ავიღე და ჩინეთში წამოვედი. მუშაობის პარალელურად აქ ვსწავლობ. ჩემი პროფილი უცხო ენებია და საქართველოში დაბრუნების შემდეგ უნივერსიტეტში გავაგრძელებ სწავლას.

- ჩინეთში როგორ მოხვდი?

- ახლობელი გოგონები მიდიოდნენ და ჩემმა ყოფილმა ფოტოგრაფმა მითხრა, ხომ არ იცნობ გოგონებს, ვისაც ჩინეთში უნდა წასვლაო. ვუთხარი, რომ ამის სურვილი მეც მქონდა და მოდელად წასვლა შემომთავაზა. სიამოვნებით დავთანხმდი. თავიდან კლუბში მოდელად ვმუშაობდი, როგორც ყველა აქ ჩამოსული გოგონა. იქვე გამართულ ორ ჩვენებაში მივიღე მონაწილეობა, მაგრამ ერთ თვეში ძალიან სერიოზულ სააგენტოში გადავედი სამუშაოდ. ძალიან კარგი შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მაქვს, საცვლების რეკლამას ვაკეთებ, თან აქაურ უნივერსიტეტში ვსწავლობ. ძალიან მომწონს ჩინეთი, განსაკუთრებულად ქალაქი გუანჯოუ, სადაც მე ვცხოვრობ.

- საქართველოში თუ გამოდიოდი ჩვენებებზე?

- ფოტომოდელი ვიყავი, მაგრამ ჩვენებაში მონაწილეობა არ მიმიღია. რაღაც კონკურსებში მანდაც ვმონაწილეობდი. დედამ სამოდელო სააგენტოში 5 წლის ასაკში შემიყვანა. მამა ერთადერთი ღამის კლუბში არ მიშვებდა, კონკურსებსა და საცურაო კოსტიუმით გადაღებაზე პრობლემა არ ჰქონია.

- მშობლებმა ჩინეთში ადვილად გაგიშვეს?

- დედას არ უნდოდა, მამამ კი მითხრა, ვიცი, შენ რა სტილის ადამიანი ხარ და საქართველოში ვერაფერს მიაღწევ, შეგიძლია ჩინეთში წახვიდეო. მამა რუსეთში გაიზარდა, ქართულად აქცენტით ლაპარაკობს. რუსული ტიპის ოჯახი მაქვს. თანამედროვე მშობლები მყავს, მაგრამ ზომიერების ფარგლებში. რაც ასაკრძალია - მიკრძალავენ. რაც ჩინეთში ვარ, ხომ შემიძლია, ცუდი გავაკეთო, მაგრამ თავად ვხვდები, რა არის დასაშვები და რა - არა.

- საქართველოში ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლებოდა.

- არ მინდა, ვინმემ ჩათვალოს, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა მაქვს, მაგრამ მართლა ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა. 13 წლიდან ვიყავი შეყვარებული ერთ ბიჭზე. ერთმანეთს ოთხი წელი ვხვდებოდით. შემდეგ ის გერმანიაში წავიდა, მისი დაბრუნების შემდეგ ურთიერთობა გავაგრძელეთ, მაგრამ ძველებურად აღარ. სხვა ბიჭებთანაც გამისეირნია, ისე უბრალოდ, არა როგორც შეყვარებულს, მაგრამ ამაზე ჩემს შეყვარებულს არაფერი უთქვამს, მენდობოდა, თუმცა ხანდახან ეჭვიანობდა კიდეც. დაშორებისთვის სერიოზული მიზეზი არ გვქონია. არ ყოფილა ღალატი, უბრალოდ, გავუცხოვდით. ახლაც მელოდება, შეიძლება, აქაც ჩამოვიდეს, მეც ჩავიდე და ისევ ერთად ვიყოთ.

- გუანჯოუში ვისთან ერთად ცხოვრობ?

- თავიდან შვიდი ქართველი გოგონა ჩამოვედით, მაგრამ ჩემი სააგენტოში გადასვლის შემდეგ დავიშალეთ და მე და ერთი ქართველი გოგონა დავრჩით. სააგენტოს ხარჯზე ვცხოვრობ, სახლი, მძღოლი, დაცვა... მე არაფერს ვიხდი, უბრალოდ, ვმუშაობ და ხელფასს ვიღებ. ერთ-ერთ კლუბში მუშაობისას მეგობარმა მითხრა, რომ მისმა მენეჯერმა მნახა და ძალიან მოვეწონე. ასე მოვხვდი სამოდელო სააგენტოში. ახლა ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს, ხანდახან ფოტოსესიას ღამის სამ საათზე ვამთავრებ. კლუბში მუშაობისთვის დრო ნაკლებად მრჩება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

კანის ფესტივალი კოროვირუსის პანდემიის გამო გადაიდო

"ევროვიზია 2020" კორონავირუსის საფრთხის გამო აღარ გაიმართება

თუ კორონავირუსის გამო სახლში დარჩი, უსმინე ქართველი მუსიკოსების დისტანციურ კონცერტებს ინტერნეტში