ჯენიფერ ლოურენსის ჩაცმულობას დასცინეს

ჯენიფერ ლოურენსის ჩაცმულობას დასცინეს

კაბას, რომლითაც მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი "ოქროს გლობუსის" გადაცემის ცერემონიაზე მივიდა, სოციალური ქსელების მომხმარებლებმა დასცინეს.

ინტერნეტში გაჩნდა ფოტოები, რომლებზეც სოციალური ქსელის მომხმარებლები ლოურენსის კაბის მსგავს პაროდიულ ტანსაცმელში პოზირებდნენ.

23 წლის მსახიობმა "ოქროს გლობუსისთვის" Christian Dior -ის "უბრეტელო" თეთრი კაბა შეარჩია, რომელსაც ორი ჰორიზონტალური შავი ლენტი ერტყა. ბევრმა მოდის კრიტიკოსმა მსახიობის არჩევანი მოიწონა, რასაც ინტერნეტ-საზოგადოებაზე ვერ ვიტყვით. ქსელში შესაძლებელია გოგონების, მამაკაცების და ცხოველების ფოტოების ნახვაც კი, რომელთაც თეთრი ნაჭერი ან პირსახოცი აქვთ შემოხვეული და მათ ტანზე შავი ლენტით ან "სკოტჩით" იჭერენ.

"ოქროს გლობუსის" გადაცემის ცერემონია 12 იანვარს ლოს-ანჯელესში გაიმართა. ცერემონიაზე ჯენიფერ ლოურენსს ფილმ- "ამერიკული აფერაში" მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ჯილდო გადაეცა.

მომზადებულია People-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება