გუკა რჩეულიშვილის უხამსი კომენტარი ლელა კილაძის ''გათხოვებაზე''

გუკა რჩეულიშვილის უხამსი კომენტარი ლელა კილაძის ''გათხოვებაზე''

ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ლელა კილაძე პროდიუსერ გუკა რჩეულიშვილთან ერთად საქართველოდან გაიქცა და მას ცოლად გაჰყვა. ამ ამბავს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. ჭორს გამოეხმაურა გიგა ბოკერიას მეუღლე თამარა ჩერგოლეიშვილიც:

''როგორც ამ ოჯახის მეგობარმა, შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით და თავდადებით განვაცხადო, რომ ლელა კილაძე კვლავინდებურად გიგი უგულავას ცოლია და არასოდეს გუკა რჩეულიშვილზე დაქორწინება არ უფიქრია. 99%-იანი ვარაუდით შემიძლია ვთქვა, რომ არც გუკა რჩეულიშვილს უფიქრია, ლელა კილაძეზე ექორწინა''.

გუკა რჩეულიშვილის ოჯახმა საჯარო კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, თავად პროდიუსერი კი თამარა ჩერგოლეიშვილის სტატუსს ასე გამოეხმაურა:

''ჩერგო, ასეთ ყ...ზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, ღადაობ?''

გუკა რჩეულიშვილი რამდენიმე წელია, რაც მსახიობ ნუცა კუხიანიძეზეა დაოჯახებული და წყვილს საერთო შვილიც ჰყავს. მართალია, მათი დაშორების შესახებაც არაერთხელ გავრცელდა ჭორი, მაგრამ გუკას ''ფეისბუქის'' გვერდს თუ გადავავლებთ თვალს, დადებული ფოტოებიდან გამომდინარე სულაც არ დაგრჩებათ შთაბეჭდილება, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

იხილეთ სტატია სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება